ჩემ შესახებ

მე ვარ გიო ცდისპირელი, შემოკლებით ცდისპირელი, ცდის პირი, პირი, პი

3.1415926535 8979323846 2643383279 5028841971 6939937510 5820974944 5923078164 0628620899 8628034825 3421170679 8214808651 3282306647 0938446095 5058223172 5359408128 4811174502 8410270193 8521105559 6446229489 5493038196 4428810975 6659334461 2847564823 3786783165 2712019091 4564856692 3460348610 4543266482 1339360726 0249141273 7245870066 0631558817 4881520920 9628292540 9171536436 7892590360 0113305305 4882046652 1384146951 9415116094 3305727036 5759591953 0921861173 8193261179 3105118548 0744623799 6274956735 1885752724 8912279381 8301194912 9833673362 4406566430 8602139494 6395224737 1907021798 6094370277 0539217176 2931767523 8467481846 7669405132 0005681271 4526356082 7785771342 7577896091 7363717872 1468440901 2249534301 4654958537 1050792279 6892589235 4201995611 2129021960 8640344181 5981362977 4771309960 5187072113 4999999837 2978049951 0597317328 1609631859 5024459455 3469083026 4252230825 3344685035 2619311881 7101000313 7838752886 5875332083 8142061717 7669147303 5982534904 2875546873 1159562863 8823537875 9375195778 1857780532 1712268066 1300192787 6611195909 2164201989… მათემატიკაში ღრმად არ გადავიჭრები, უბრალოდ პი–ს ჩემეულ განმარტებას გეტყვით. მოგეხსენებათ, რამდენად ამოუცნობია ადამიანი, მისი ხასიათის, ქმედების, მისი ცნობიერებისა და ქვეცნობიერების ამოხსნა, მათემატიკურად რომ ვთქვათ ძალზედ რთულია ადამიანის ბოლომდე გამოთვლა, როგორც რიცხვი პი–სი. აქედან გამომდინარე, მეც და თქვენც ვართ პი–ები ჩვენ–ჩვენი ციფრებით. ჩემი მიზანია ამ ბლოგის საშუალებით გავხდე თქვენი მსგავსი და გავშიფრო თქვენი უნიკალური პი. (ბლოგის მიზანზე უფრო კონკრეტულად იხილეთ აქ და აქ).

როგოც თქვენ, ასევე მეც, ერთხელაც ავდექი და დავიბადე. ეს მოხდა შორეულ 1982 წლის 17 თებერვალს. რიჟრაჟდებოდა. მამალს უკვე დაძახილი ჰქონდა ყიყლიყოოო, საქათმეში ყველა დედალ ქათამს ეღვიძა და ქანდარაზე მობუზულები ისხდნენ. გარეთ თოვდა, თოვდა. სოფელი თეთრ ქაღალდს ჰგავდა და ახალი ისტორიის დაწერას ელოდებოდა. მაგრამ, რადგან სახლებში ადამიანებს ჯერ ისევ თეთრ ზეწრებში გახვეულებს ეძინათ, გარეთ, ცივი ზამთრის დილის სიმშვიდეს თოვლში მოსიარულე ადამიანის ფეხისაცმლების ჭრაჭუნის ხმაც კი არ არღვევდა. გამიგრძელდა წინადადება, არადა იმ სიმშვიდიდან სულ რაღაც ერთ საათში, როცა მე დავიბადე და ჩემს ჭყავილზე ქათმები შიშისგან ქანდარებიდან ჩამოცვივდნენ, გაცილებით უფრო მოკლე ვიყავი, ვიდრე ეს წინადადება.

სულ ესაა. ეს იყო ჩემი პი–ს პირველი ციფრი წერტილის შემდეგ. ალბათ, გაგრძელებაც იქნება, თუმცა მე უფრო შენი პი მაინტერესებს.

აბა, ჰე, მომავალ შეხვედრამდე, შეხვედრის ადგილი cdispireli.wordpress.com

Advertisements

31 Comments to “ჩემ შესახებ”

  1. chemi pii? gitxra?

    oq dzsma 22/7 dszmi umartivesad : ) : D

  2. მადლობა, მაგრამ არც ეგრე მარტივადაა საქმე. 😀 ეგ უფრო დაბადების თარიღს ჰგავს წლის გარეშე.

  3. momwons,tan pi ricxvis danaxva mixaroda radgan martivia 3.14,chemi azrit adamianebic martivebi vart da rac ufro grmad vikvlevt mit ufo gvicruvdeba imdebi.gaachnia am yvelafers rogor shexedav…1982 arc ise shoreulia,guls nu nixetqaaav 🙂 warmatebebi

    • ეგ მართალია კი, თუ არ ჩაუღრმავდი შედარებით უფრო მარტივად ჩანს ყველაფერი. თითოეული ჩვენგანის აღქმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად შორეულია, ასე რომ არ ინერვიულო ვერონიკააა. :))) მადლობა და შენც ასევე გისურვებ წარმატებებს. 🙂

  4. აშშ_ში, კერძოდ ინდიანაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით რიცხვი “პი” ტოლია არა 3,1415-ის , არამედ 4-ის. 🙂 🙂

  5. რა საინტერესოა. 🙂 თან კანონიც მიუღიათ. 🙂

  6. ჰეჰე სკოლა გამახსენე ანაზდად და მათემატიკის გაკვეთილები, კარგი იყო 🙂

    ჰოდა რაც შეეხება შენს “ჩემ შესახებ”-ფრიად საინტერესო იყო და სულლაც არ იყო მორიგი უღიმღამო, ნაცრისფერი, უფერუმარილო “ჩემს შესახებ”-ი 🙂 ჰოდა ეს ზალიან კარგია 🙂

  7. მიხარია თუ მოგეწონა. 🙂 კარგია, კარგი მოგონებები. 🙂

  8. WoW
    რა საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე. ჩავუჯდები ამ საღამოს და წაგიკითხავ :)))
    ბლოგროლშიც ჩაგამატებ 🙂

  9. მომეწონა 🙂 მომეწონე 🙂
    შემოგივლი ხოლმე : ))

  10. მობრძანდი, მობრძანდი. 🙂

  11. რაღაცნაირად კარგად წერ, ბევრჯერ გამეღიმა.
    ბევრი ახალი, საინტერესო და სასაცილო პოსტი დაიდოს, სტუმრობები და კომენატრები კი ჩემზე იყოს. ^^

  12. ეხლა აღმოგაჩინე და ჩავუჯდე უნდა შენს ბლოგს.. რაც წავიკითხე ის პოსტები ძალიან მომეწონა. cool.. 🙂 🙂 🙂 ამმ. ნაის თუ მით იუ 🙂

  13. aqamde rato ar shemovedi aq mikvirs, 😀

    mapatiet, ketili iyos chemi mausi/klaviatura/fexi aq…

  14. ტუკ ტუკ არის სახლში ვინმე? მარა რა მნიშვნელობა აქვს მე უკვე აქ ვარ და ვეცნობი შენი სახლის ინტერიერს და მინდა გითხრა ძაან ორიგინალური სახლი გაქვს. იცოდე ორივე ფეხით შემოვედი არავითარი მარჯვენა და მარცხენა. 😀 ეს იმას ნისნავს,რომ კარგი განზრახვით მოვედი 😛 ვაიმე რამდენი ვობოდიალეე. მოკლეთ მომწოს შენი სახლი და მორჩა მე ვჩუმდები, მარა არა სამუდამოდ 😀 😀 😀

    • ცრუმორწმუნე არ ვარ და როგორც გინდა ისე შემოდი. :))) დიდი მადლობა სახლის მოწონებისთვის და კარგი განზრახვისთვის. ყოველთვის სტუმართმოყვარე მასპინძელი ვიქნები. :)))

  15. ძალიან საინტერესოა… ^^ მეგულე ხოლმე აქ

  16. ra ucnauri da arafristmtqmeli daxasiatebaa :imedgacrueba:

  17. ჰუჰ გამარჯობა მერწყულო : )))))))

  18. გამარჯობა. 🙂 ხმაზე გატყობ შენც მერწყული უნდა იყო. :)))

    პ.ს. ჰო, ფეისბუქზე გადავამოწმე და მერწყული ყოფილხარ. 🙂

  19. ძალიან მომეწონა… ადამიანის ახსნაც, დახასიათებაც და საერთოდ.. ბლოგი:)))

  20. აქ დარჩა ვინმე ცოცხალი?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: