წიგნი – ყელსაბამი

by cdisპიreli

“საკუთარი მიღწევებით უნდა იამაყო, და არა სამკაულებით.” – ამბობს თინა კანდელაკი. თავიდან დავეთანხმე თინას ამ სიტყვებს, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დავფიქრდი და ერთი ასეთი კითხვა გამიჩნდა: იქნებ სწორედ მოპოვებული სამკაულებია ქალის მიღწევა? იმ შემთხვევას ვგულისხმობ როცა ეშმაკთან გარიგებული ქალი მდიდარ კაცს აბავს და სისხლთან ერთად ფულს “უშრობს”. ახლა ბევრი დრო არ მაქვს და ამ თემაზე სხვა დროს ვიფიქრებ, ალბათ, მან უკეთ იცის რასაც ამბობს.

მაშინ როცა თინა კანდელაკი სატელევიზიო ეთერში გასვლის წინ საგრიმიოროში იჯდა და ვიზაჟისტი ფუნჯით გრიმს უკეთებდა, ამ დროს, სადღაც მაროკოში არქეოლოგები თავიაანთ ფუნჯებს ისევე ნაზად უსმევდნენ მიწას, როგორც ვიზაჟისტი თინას ლოყებს. არქეოლოგებმა თხარეს, თხარეს და ყველაზე ძველი სამკაულები გამოთხარეს. სამკაულები შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რა ვქნა, ასეა, თქვენ წაიკითხეთ ხმადაბლა. ნაპოვნი მძივი 82 000 წლის წინანდელი აღმოჩნდა და სულ ცოტათი გაასწრო მანამდე ყველაზე უძველესად მიჩნეულ მძივს წლოვანებით. დიახ, ქალს არ ეკითხებიან ასაკს, მაგრამ ეკითხებიან სამკაულებს.

უდავოა, ქალს ნამდვილად ამშვენებს სამკაულები. როგორც ვიცი უყვართ კიდეც როცა კაცები ჩუქნიან ლამაზ ყელსაბამს, ალბათ იმაზე მეტად, ვიდრე კაცებს – ჩუქება. თუმცა, სამკაულსაც გააჩნია ბოლოს და ბოლოს.

8,5 მილიონ დოლარიანი საყურე და 3 მილიონ დოლარიანი ყელსაბამი. ვაღიარებ, ყელსაბამი ძალიან ლამაზია.

როგორც გავიგე, ყველაზე ძვირად ღირებული საყურე 8,5 მილიონი დოლარი ღირს, შემდეგ მოდის კოლომბიური ზურმუხტებით დამშვენებული ყელსაბამი, მისი ფასი  სულ რაღაც 3 მილიონი დოლარია. კარგით რა, 8 მილიონი ყურზე როგორ უნდა დაიკიდო. ალქაჯების დედოფლად ვაღიარებ მას, ვინც ისე გააბრიყვებს კაცს რომ ეს სამკაულები აყიდინოს.

ახლა კი ჩემი ფავორიტი ყელსაბამი. აი, ისიც, მიესალმეთ.

არ თქვათ არ ვარგაო, მაინც არ დაგიჯერებთ. აქამდე წიგნები მიმაჩნდა საუკეთესო საჩუქრად, ამ ყელსაბამის ნახვის შემდეგ, წიგნებს წიგნი–ყელსაბამიც დაემატა. მისი შეძენა ამ საიტზეა შესაძლებელი. მართალია არც ეს წიგნი–ყელსაბამი ღირს ჩალის ფასი, მაგრამ თუ გინდა, რომ კაცის საუკეთესო სამკაული – ყელზე ხელებ შემოხვეული ქალი – მუდამ ლამაზად გამოიყურებოდეს, მაშინ ჯიბეზეც უნდა გაიკრა ხელი.

სულ სხვანაირი ანჯელინა ჯოლი..

წიგნი–ყელსაბამი ხელნაკეთია და მის ფურცლებზე არაფერი წერია.

წიგნის “თაროები”

 

Advertisements

30 Comments to “წიგნი – ყელსაბამი”

  1. სიამოვნებით მივიღებდი ამ ყელსაბამს საჩუქრად 🙂

  2. saertod gemovnebis ambavia yvela samkauli da zogjer zvirfass jobia rame unikaluri da zlaian gansxvevebuli tundac es cignebi rogoricaa : ) magram ratomgac iseti situaciebi mxvdeba ager ukve ra xania rom kacebs ezarebat mati qalebis individualurobasa da gansakutrebulobaze dafiqreba da banaluri shterobebit shemoifarglebian xolme rac ra tqma unda kargia saertod rom yuradgebas ichenen da uchndeba chuqebis survili magram cudi ragacis chuqebas jobia sul ar achuqo araferi da erti gvirila miutano qals : ) vot 😀

  3. რა ლამაზებია… მშვენივრად მესმის…
    მაგრამ სამკაულის დიზაინს გააჩნია, ზოგი ისეთი გემოვნებითაა გაკეთებული, ისეთი დახვეწილია, რომ რავიცი რა… სუნთქვა შეგეკრება.
    როცა მაღალი ყელი გაქვს, ასეთი ჯობია: http://t1.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcRbm9u-x1AdXeCKX8RGOaVmzCONHS0zZZOhb71LPIe5FOhHsthywg&t=1
    გაიკეთო

    დედაჩემს ვაკეთებინებ ბისერის მძივს, რომელიც ყელს დაფარავს მარტო და ჩემი გრავატარის ფერია. ერთი სული მაქვს როდის გავიკეთებ :დ :დ

    პ.ს. ძველად კაცებიც იკეთებდნენ სამკაულს :დ
    ასე რომ, მეც ვაჩუქებდი რამეს, დახვეწილს, სადას.. :დ :დ :დ

    • ვნახე ლინკი, ეგეთი სადა სამკაულები მომწონს ქალზე, თუმცა გააჩნია რა, მთავარია უხდებოდეს. 🙂 კარგი რაღაც უნდა გამოვიდეს წესით, თან თუ შენი გრავატარის ფერია. 🙂

  4. როგორ მომწონს ❤

  5. ძალიან ლამაზია :))

  6. მეც ძალიან მომწონს. 🙂

  7. საოცრად ლამაზებია! და წიგნებზე გავგიჟდი…

  8. ვაიმეე რა საყვარლებიაა : )) ისედაც ვგიჟდები პაწუკელა წიგნებზე და ესენი ხო აი მართლა ჩასაყლაპავები არიან 😀 ოღონდ არამგონია მოსახერხებელი სატარებელი იყოს ეს ყელსაბამი, მითუმეტეს რამდენიმე წიგნუკა ერთად აიჩონჩხლება 😐
    ხო და კიდევ უუუკეთესი იქნებოდა ფურცლებზე რამე რომ ეწეროს..
    თუ არადა მე თვითონ ჩავწერდი, ვინმე დამიშლიდაა?! 😛

    • ყოველდიურად შეიძლება ძნელი სახმარი იყოს, თუმცა არ არის აუცილებელი ერთნაირად ბევრი ჩამოკიდება. 🙂 შენ რომ დაწერ უკეთესი იქნება. 🙂

  9. ანჯელინა გაათრიე, სულ არ უხდება ეს უსაყვარლესი ყელსაბამი.
    “კაცის საუკეთესო სამკაული – ყელზე ხელებ შემოხვეული ქალი” ❤ ❤

  10. რა საყვარლობაა წიგნი-სამკაული,ორიგინალურია.

    რა თქმა უნდა ძვირფას თვლიანი სამკაული შესანიშნავია,და სასურველიც,მაგრამ არანაკლებ ეფექტური შეიძლება იყოს გენოვნებიანად შერჩეული ბჟუტერიაც.

  11. “კაცის საუკეთესო სამკაული – ყელზე ხელებ შემოხვეული ქალი” – მომეწონა გამონათქვამი და წიგნებიც – მათი თაროებით 🙂

    კარგი იქნება, ამ წიგნებში რამე ეწეროს ან ჩაიწეროს 🙂

  12. რამოდენიმე თვის წინ დავიწყე სიარული ძვირფასი თვლებისა და ბრილიანტის შეფასების კურსებზე. დღეში 3-4 საათი ვიჯექი და ლუპით ვუყურებდი მხოლოდ 1 ბრილიანტს. მას შემდეგ შემიყვარდა ბრილიანტები, თუმცა ასეთი წიგნის სამკაულის საჩუქრად მიღების შემთხვევაშიც მას სათანადოდ დავაფასებდი. იმ ცარიელ ფურცლებს კი თავად შევავსებდი მისი ყოველი გაკეთებისას.

  13. ძალიან ორიგინალური და ლამაზია წიგნებიანი ყელსაბამი… მაგრამ ალბათ ვერ გავიკეთებდი 😦 ძალიან მასიურია და დიდი..უფრო სადა მომწონს… ნაწერებიანი რომ იყოს უგენიალურესი იქნებოდა…

  14. მეც მინდა ასეთი წიგნებიანი ყელსაბამი… :))) p.s კარგი პოსტია მომეწონა… 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: