უცნობი ქალი, რომელიც ვერ გახდა ნაცნობი

by cdisპიreli

მე და ჰამლეტი ერთად ვისხედით და საუბარი უცნობებზე ჩამოვარდა, როგორც დამპალი ვაშლი ვარდება მიწაზე. რა გავლენა აქვთ უცნობ ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაზე, საიდან მოდიან და სად მიდიან, ან რატომ არ მოდიან? ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე ვცდილობდით პასუხის გაცემას მე და ჰამლეტი. აბა, ჰამლეტი რის ჰამლეტი იქნებოდა, რაიმე ისტორია რომ არ ჰქონოდა თემასთან დაკავშირებით, ისტორია ასეთია:

ჰამლეტი, უცნობი ქალი ავტობუსში და მისი სულელური შეცდომა

2002 წელი იყო. როგორც იქნა ავტობუსი მოვიდა და მეც დიდი გაჭირვებით ავფოფხდი. გამიმართლა და ასასვლელ საფეხურზე მერგო საპატიო ადგილი, მე რა თუ ფაქტიურად ცალ ფეხზე ვიდექი და უცნობი ადამიანი მაწვებოდა თავისი უკანალით –რაც მთავარია ავტობუსში ვიყავი. ავტობუსი დაიძრა, ხალხი ცოტა შეჯანჯღარდა და უფრო თავისუფლად დავდეგი ფეხზე, წელში გაიმართაო რომ ამბობენ ახლად გამდიდრებულ კაცზე, აი, ჩემზეც შეიძლებოდა მაგის თქმა, ოღონდ პირდაპირი გაგებით.

მყარად დავდექი თუ არა ფეხზე, თავი ავწიე და რას ვხედავ – ულამაზესი გოგო დგას ჩემთან ახლოს, საოცრად მშვიდი სახით, ღრმა ჩაფიქრებული ლამაზი თვალებით, ნაზი და გამოკვეთილი ნაკვთიანი სახე ჰქონდა. ლამაზი, სიცივისგან ოდნავ დაშაშრული ტუჩები, პატარა და საყვარელ ყურებს ტალღოვანი თმა უფარავდა. და თითები? მსგავსი სილამაზე არაფერი მინახავს. მის ხელს დიდი ხანი ვაკვირდებოდი, რადგან სკამის საზურგეზე იყო ჩაჭიდებული.

მანამდე ავტობუსში არავინ გამიცვნია, საერთოდ ძნელია ჩემთვის ეგეთი რაღაცეები. არა და მაგ დროს ჯერ კიდევ ყველას არ ჰქონდა მობილური ტელეფონი და გაცნობის ერთ–ერთი საშუალება– რომელი საათია?– ჯერ კიდევ შეიძლებოდა რომ გამომეყენებინა. ახლა ეგ მეთოდი სრულიად გამოუსადეგარი გახდა, მაგრამ რას იზავ, არც მზის საათების დროს იყო მაგის საშუალება. ძალიან მოკლე პერიოდში მოუწია არსებობამ.

ჰოდა, რას ვამბობდი, ის გოგო რომელიც ჩემთვის აქამდე უცნობად დარჩა, დღემდე მახსოვს და ხშირად ვიხსენებ ხოლმე. იქნებ მაშინ გამებედა კიდეც და გამოვლაპარაკებოდი, გავხდებოდით ნაცნობები და ერთად ვიხოვრებდით, მაგრამ დავუნახე რომ თითზე ბეჭედი ეკეთა. აქ შევცდი მწარედ, ამ შეცდომას მერჩივნა ორი ქოთანი მწარე წიწაკა შემეჭამა. შეცდომა კი იქ დავუშვი, რომ ის ბეჭედი ჩვეულებრივი იყო და არა საქორწილო, თან მარცხენა ხელზე ეკეთა, ამას მოგვიანებით მივხდი. მარცხენაზე თუ მარჯვენაზე? აუ, სულ მერევა რა ეგ, ვეღარ დავიმახსოვრე რომელ ხელზე უკეთიათ საქორწილო ბეჭედი.

ამის შემდეგ ჰამლეტი გაუთავებელ წუწუნს მოჰყვა, როგორც სჩვევია, მაშინ რომ გაბედულად მოვქცეულიყავი სხვანაირად წავიდოდა ჩემი ცხოვრებაო, ყვავმა დასჩხავლა ჩემ ბედსო და ა.შ.

არადა სად აღარ შეხვდებით უცნობებს, ყველგან ისინი არიან: ქუჩაში, ბაზარში, კინოში, მაღაზიებში, მატარებელში… ხვალ ქუჩაში გავალ და ისევ შემხვდება, უცნობი ნომრით 1 457 211. ჩემი მეგობრის ბედი რომ არ გავიზიარო, თუკი მეც მომეწონა ვინმე უცნობი ქალი, მივალ და ვეტყი: გამარჯობა, თქვენ “დაპატიმრებული” ხართ ჩემი მეხსიერების მიერ, თქვენი ნომერია ნაცნობი 2 408.

Advertisements

34 Comments to “უცნობი ქალი, რომელიც ვერ გახდა ნაცნობი”

  1. უცნაურები ხართ.. კაცები. ისინი, ვინც ყევლაზე უფრო საინტერესოები არიან, ყოველთვის გაუბედავობით გამოირჩევიან. აფრთხობთ რაღაც პირობითი გარემოებები, რომელთა სიზუსტე დადგენილიც კი არაა. ისინი, კი ვისაც ეს არ აფრთხობთ, საშინლად ბანალურები აღმოჩნდებიან ხოლმე..
    ისედაც სევდიანი ვიყავი და ახლა უკვე ვეღარაფერი გამომიკეთებს განწყობას…

    პოსტი კი, მომწონს, ცხადია

  2. me yoveltvis moqmedebis momxre var 😀 raoden sasacilo anshterulic ar unda gamovides situacia, tundac imitom rom shterul situaciashi adamianebi ufro tavisflad da bunebrivad grznoben tavs rac nacnobobis sauketeso mizezia 😀 tanac tu shezlebd a tviton gaicineb sakutar sisuleleze es shens azrianobas erti orad shesamchnevsa da mnishvnelovans gaxdis 😀

    mokled Go ahead : )

    • რა თქმა უნდა მოქმედება უკეთესია, უბრალოდ ყოველტვის არ გამოდის. 🙂 საკუთარ სისულელეზე მაშინ თუ არა, მერე მაინც გაგეცინება და ესეც კარგია. 🙂 საერთოდ, პირველი ნაბიჯის გადადგმაა ძნელი, მერე უკვე ადვილია. 🙂

  3. ნუ რა მორიდებულები ხართ კაცები.. ბაბნიკი მეგობარი ბიჭი მყავს – გოგო მოსწონს სასტიკად და ვერც კი გაელაპარაკა (არადა ნაცნობია), და მეთქი მიდი შენ ხო გამოცდილი ხარ.. და არ შემიძლია მასთან მისვლა, როცა ვიცი რომ არასექსისთვის მჭირდება…. სად გაქვთ კაცებს ჭკუა…სააააააად :)))))))

  4. ჩემი უცნობი ქალები ძირითადად გარდაცვლილები არიან და ლიტერატურიდან მოდიან. ზოგიერთი ახლაც მიყვარს, მერე რა. ცოცხალი აღარაა და მიყვარს.

    :დ 😦

  5. ambavi ese maxsovroba dapatimrebulisa da momavalshi maxsovrobisgan dapatimrebulisa :)) :))

  6. მემგონი არ უნდა გაუშვა შანსი, თუნდაც მარცხით დამთავრდეს, თორემ სულ საფიქრებელი გექნება რომ “იქნებ.. ასე რომ მომხდარიყო… რომ გამებედა.. ვაითუ…” და ჩაიციკლები. სჯობს პირდაპირ მიხვიდე და სცადო გაცნობა. რა იცი.. გეტყვის უარს და იქნები “დაუარებული” რა.. 😀 😀

  7. დამავიწყდა მიმეწერა.. სურათი, კაბა და ვააბშემც, გოგო- SUPER !!! 😀 😀 😀

  8. ვფიქრობ ბედისწერა განსაზღვრავს ზოგადად ყველაფერს და მათ შორის ურთიერთობებსაც. ბედი არ იყო და მორჩა.
    ისე თუ სხვა განზომილებების არსებობის გჯერა, მაშინ იქ სადღაც 152689796–ში მაინც უკვე ერთად ცხოვრობთ და ბედნიერებიც ხართ. 🙂

    • მაგ ბედისწერას ვინ განაგებს, ეგა არის საინტერესო. 🙂 სხვა განზომილების ნაკლებად მჯერა, მე თუ არ ვიცი სადღაც “იქ” რა ხდება, სულ არ მაინტერესებს 🙂

  9. უსაინტერესოესი იყო 🙂
    პოსტი ხომ თავისთავად მომეწონა, მაგრამ ჰამლეტის ნერვიულობის მომენტებმა განსაკუთრებით მომხიბლა, რატომღაც მაგრად მაინტერესებს მამაკაცების ფიქრები ამ თემაზე და თუ რამე ისეთს ვიგებ, რაც სულ ცოტათი ეჭვს შემატანინებს იმაში, რომ “ყველა კაცი ერთნაირია”, განსაკუთრებით მიხარია 🙂

  10. ხოდა, კიდე რა მინდოდა მეთქვა P.S-ის სახით- რა მუზა გეტაკათ ამისთანა ყველას, 2 დღეა არ მინახია ბლოგები და მილიონი პოსტი რომ დამახვედრეთ? მკითხველზე არ უნდა იფიქროთ კაცო? ისეთ მკითხველზე, ვისაც არ უნდა არც ერთი თქვენი პოსტის გამოტოვება, არადა მილიონის წასაკითხად დრო არ აქვს? ვააახ!.. (კილო შენერჩუნებულია – ეთერ კაკულია).

    ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, ორი ბლოგი დამრჩა და მოვრჩი. სამაგიეროდ, საინტერესო დაბადების დღის საღამო ან ვაფშე დაბადების საღამო გამომივიდა თქვენი სახით 🙂

    • გულის სიღრმეში ყველა ქალს სჯერა, რომ ყველა კაცი ერთნაირი არ არის, ასე მგონია. 🙂 ვახ, კაკულიას ხმა გაისმა ჩემს ბლოგზე, საინტერესოა. 🙂 კარგია კმაყოფილი თუ დარჩი იუბილის საღამოთი!

      ჰო, ერთნაირად გამოვაქვეყნე პოსტები, სამაგიეროდ ამ თვეში ახალი აღარ იქნება და შეგიძლია დაისვენო ჩემი ბლოგისგან. 🙂

      • პირიქით ხდება ხოლმე, ანუ შენი და კიდე რამდენიმე ბლოგის საშუალებით ვისვენებ 🙂 ახლა ერთი თვე თუ გაჩერდით ყველა, არ ვიცი რას გიზამთ!.. 😀 😀 გადაანაწილეთ როგორმა, ვააახ!.. (კიდე კაკულია :-))

        ხო, გულის სიღრმეში გვჯერა ალბათ, ყოველ შემთხვევაში, გვინდა რომ გვჯეროდეს, სხვა რა გზაა 🙂

  11. კარგი პოსტია,
    მეტი გამბედაობა გინდათ მამაკაცებს!
    სხვათაშორის ერთი ჩემი პოსტი გამახსენდა ”კაციც ადამიანია” —ბიჭების გამბედაობას ვუსმევდი ხაზს.

    საწყალი ჰამლეტი….:)

  12. ჰამლეტი ნელ-ნელა შენი ქრესტომატიული და ქარიზმატული პერსონაჟი ხდება 😉

  13. ხანდახან ვხდებით წარშულში დარჩენილ უცნობებს რომლებიც ისევ ისეთები არიან როგორებიც იყვნენ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: