314 სიტყვა პი–ს შესახებ

by cdisპიreli

ზოგჯერ, იმდენად ვკადნიერდები, მგონია რომ ნებისმიერ ერთ სიტყვაზე შემიძლია პოსტის დაწერა, ხშირად კი გაყინულ თევზს ვემსგავსები და ცარიელი თვალებით ვიყურები აქეთ–იქით. აი, დღეს პი–ს დაბადების დღეა და ვერაფრით ვახერხებ მილოცვას. მეჩვენება, თითქოს სადაცაა “კრაკადილი” გენა მოვა, გადამყლაპავს, მერე ჩემი მონელების პროცესში ნიანგის ცრემლებს დაღვრის და თან ცნობილ სიმღერას იმღერებს ირონიული ტონით და ნიშნისმოგებით: сожалению день рождения, только раз в году. ორიოდე სიტყვით მაინც უნდა მივულოცო პი–ს თორემ მოვიდა ნიანგი.

დავიწყოთ იქიდან, თუ რატომ არის დღეს პი–ს იუბილე. კალენდარს შევხედოთ და ვნახოთ რა თარიღია: 14 მარტი. ახლა ეს თარიღი ციფრებით დავწეროთ: 3.14 –გამოვიდა პი. უფრო მეტი სიზუსტისთვის შეგვიძლია დაბადების ზუსტი დრო დავადგინოთ, (შემდეგი სამი ციფრი წერტილის შემდეგ) ეს არის 1.59 საათი. შევაჯამოთ: პი დაიბადა – 3.14 1: 59. გილოცავ, პი!!!

მინდოდა უფრო სხვანაირი ტორტი მომერთმია, მაგრამ შენ ისეთი ასაკოვანი ხარ, (სამიანის შემდეგ რა რიცხვიც არის ეგ არის პის წლოვანება) რომ მაგ რაოდენობის სანთელს ვერანაირი ზომის ტორტში ვერ ჩავარჭობდი. ყოველწლიურად ცდილობენ პის გამოთვლას და ახალ–ახალ რეკორდს ამყარებენ, მაგრამ ჯერ ვერავინ მოახერხა ბოლომდე გამოთვლა. ბოლო რეკორდი 5 ტრილიონი ციფრია, რომლის გამოსათვლელადაც ძალზედ მძლავრი კომპიუტერი გამოიყენეს. კომპიუტერს ოპერატიული მეხსიერაბა 97 GB ჰქონდა.

ამ დღეებში დარენ არონოვსკის ფილმი “პი” ვნახე, სადაც მთავარ გმირს სჯერა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ციფრებშია დაშიფრული, რატომაც არა, სრულიად შესაძლებელია. საერთოდ ჩემთვის ძალიან საინტერესოა რიცხვები, სტატისტიკა, თვლა და ყველაფერი რაც რიცხვებთანაა დაკავშირებული.

მაშინ, როცა მსოფლიო ტუალეტის დღეს აღნიშნავს, ერთი თვლის დღე არ უნდა გვქონდეს?! წელიწადში ერთი დღე მთლიანად თვლას უნდა ეთმობოდეს, დავთვალოთ ყველაფერი: კიბეების საფეხურები, (რომელზეც შეიძლება წლებია დავდივართ და არ ვიცით რამდენი საფეხურია) საყვარელი ადამიანის პერანგის ღილების რაოდენობა არ უნდა ვიცოდეთ? (გასაგებია, თუ ვეღარ ითმენ სულაც შემოახევ ყველაფერს, მაგრამ მაინც) საკუთარი წიგნების გვერდების საერთო რაოდენობა, სახლის კედლებზე ჩაამოკიდული სურათების რაოდენობა, მე, მაგალითად მაინტერესებს გარი კასპაროვის მიერ ნათამაშებ საჭადრაკო პარტიებში რამდენი თეთრი ფერის, შავ უჯრებზე მოძრავი კუ იქნა მოკლული და ა.შ. პის გამოთვლას მაინც ვერ ვახერხებთ და ასეთი რაღაცეები მაინც დავთვალოთ.

ბოლოს კი ჩემი ცხოვრების ძალიან პირად ამბებს გაგიმხელთ, ჩემს მიერვე შექმნილი ფილმის საშუალებით. ამ ფილმში თქვენ ნახავთ ყველაფერს რაც აქამდე გადამხდენია:

Advertisements

24 Comments to “314 სიტყვა პი–ს შესახებ”

  1. ვერ გავიგე 314 რატომ არის პის დაბადების დღე, მაგრამ მაინც გილოცავთ. 🙂

  2. ჰო, პი-ს დღეა დღეს 🙂 3.14 🙂 აშშ-ში ოფიციალურად აღინიშნება, ჩვენთან – ჯერ არა 🙂 თუმცა, შენ თუ ასეთი ტემპით (და ხარისხით) გააგრძელე წერა და პი-ს პოპულარიზაცია, გაისად ქართული ბლოგოსფეროც აღნიშნავს 🙂

    თეთრი ფერის შავუჯრიანი კუ რატომ? რამდენი პაიკი გაიყვანა ლაზიერში უფრო საინტერესო არ არის? 🙂

    • ვეცდები, როგორმე ჩვენთანაც დავამკვიდრო ეს დღე. 🙂

      კუ უბრალოდ. იცი, ჩემი აზროვნება უფრო პესიმისტურია და ეგეთი დადებით რამ, როგორიც პაიკის ლაზიერში გასვლაა არ მომაფიქრდა. 🙂 თავიდან ვფიქრობდი, თუ რამდენი პაიკი დაეცა მეშვიდე ჰორიზონტალზე, ანუ ერთი უჯრით ადრე სანამ “დედოფალი” გახდებოდა, ბოლოს გადავიფიქრე. :))

  3. ici ra shens videoshi sul erti da igive tanmimdevrobaa ricxvebis da davijero sul esaa rac amdeni celi shen gadaxdenia??

    • ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ დამეზარა ვიდეოში სხვადასხვა ციფრების გამოყენება, მაგრამ არ დამზარებია. მე ისე მოვყევი ყველაფერი, როგორც იყო. 🙂

  4. მე შენი 314 სიტყვა დავთვალე შენი და პი-ს სოლიდარობის ამბავში 🙂

  5. ვულოცავ თუ გილოცავ, რავიცი, დავიბენი 🙂 ორივეს გილოცავთ მოკლედ.
    ვიდეოში “TO BE CONTINUED” მომეწონა ყველაზე მეტად, იქნება გაგრძელება, სად წავა აბა 🙂
    ისე, შენი აზრით, გამოთვლიან ოდესმე და გავიგებთ ზუსტ პასუხს?

  6. გილოცავ პი–ს დაბ.დღეს :)) ^_^ ძალიან საინტერესო პოსტია 🙂

  7. მაინტერესებს თანაც უზომოდ,,რატომ პი, აი რატომ უკავშირდება ყველაფერი იმას, სიმართლე გითხრა ამ ბოლო დროს მათემატიკის გადამკიდეს სულ პისთან მაქვს შეხვედრა და უკვე ნერვებს მიშლის:)
    თუმცა მაინც გილოცავ პი–ს დაბადების დღეს:)
    ისე პითაგორა უფრო საიმტერესოა არა? და რიცხვების ეს კომბინაცია 3*4=5

    • ეგრე მათემატიკურად ვერაფერს გეტყვი. 🙂 მე იმიტომ მომწონს პი, რომ ამოუხსნელი და უსასრულოა. 🙂 როგორც ვიცი პითაგორას საინტერესო აზრები აწუხებდა. 🙂 ყველაფერი რაც უცნაურია, კარგია. (თითქმის) 🙂 მადლობა რომ მომილოცე.

  8. ვიდეოში ამომწურავადაა ყველაფერი… 🙂 გილოცავ!!!

  9. გილოცავ დაგვიანებით…

    თვლის დღე კარგია, მაგრამ ყველაფრის თვლა აუცილებელია? 😦 ონკანიდან ჭიქაში წყალს რომ ვასხამ, მაშინ ვითვლი ხოლმე… რატომ არ ვიცი :დ ნერვოზია ვითომ?

    • მადლობა. 🙂 ყველაფრის დათვლა არ არის აუცილებელი 🙂 რამე ისეთი დაითვალე რაც გესიამოვნება. 🙂 ალბათ, ცოტა მოდის წყალი. 🙂

  10. აი რაღაცნაირად ძალიან შემიყვარდა შენი ბლოგი 🙂 ორიგინალური ხარ და საყვარელი :)) ოღონდ მართლა.
    ხო და ისე პესიმისტური აზროვნება მაქვსო რომ ამბობ, რაღაც არ გეტყობა 🙂
    რავი, ყოველშემთხვევაში ჩემს გამხიარულებას, უკიდურეს შემთხვევეში კი უბრალო გაღიმებას მაინც ახერხებენ შენი პოსტები და.. 🙂

  11. პი ხომ სრულყოფილებაა.მეც მჯერა,რომ ნებისმიერი ინფორმაცია ციფრებშია დაშიფრული,სხვათაშორის როგორც მორზეს ანბანი იკითხება ისე შეიძლება სინათლის მეშვეობით ოდესმე სხვა ცივილიზაციის ადამიანებს მათემატიკის ენით გავესაუბროთ)

    • მაგარი რამ არის პი. 🙂 ისე მეც ვიფიქრე, რომ ერთი საერთაშორისო დამწერლობა რომ იყოს ციფრებით, კარგი იქნებოდა. :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: