პენსიონერი მეძავები

ავტორი cdisპიreli

ვერაკრუსის ძველ პორტში თუ მოხვდი, სანაპიროს გაუყევი, “ჩიკასა” იკითხე და ყველა მიგასწავლის.

ქალაქ მასათლანის პორტის საკონტეინერო ტერმინალის შესასვლელიდან გამოდი, ქუჩას გაუყევი და დაახლოებით ხუთას მეტრში გზაჯვარედინი შეგხვდება, მაცხნივ შეუხვევ და პირველივე სახლია მარჯვნივ – მიყრუებული ადგილის პირდაპირ. სახლი რა, უფრო ქოხმახია. კარს გისოსებიანი სარკმელი აქვს დატანებული. იქვე ცალთვალა მოხუცი კაცი ზის, მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხი არ აქვს და ადგილობრივ სპირტიან სასმელს ყიდის.

ეს მცირე გზამკვლევი ძირითადად მამაკაცებს დაგჭირდებათ, რადგან ამ მისამართებზე მექსიკურ საპორტო ქალაქებში – ქალებში დროის სატარებელი – დაწესებულებები მდებარეობს. არავინ ვიცით წინასწარ დედამიწის რომელ ნაპირზე გაგვრიყავს ბედისწერის ტალღები.

Calle Cuauhtemoctzin, Mexico City 1934;  Henri Cartier-Bresson

მოგეხსენებათ დრო როგორი ვერაგი რამ არის, არავის ინდობს და ერთ დროს ბორდელებში მოღვაწე ნახევრად შიშველი დიდ ტრაკა ქალები, დიდი ოდენობით წითელი ტუჩის საცხით გათხაპნილი ტუჩებით, მსხვილი და დაგრეხილი მძივებით, ტუჩთან ხელოვნური ხალითა და ბოზური ხარხარით თითქმის მთელი სიცოცხლე თავიაანთი სხეულის ვაჭრობით რომ არიან დაკავებულები – მათაც უწევთ პენსიაში გასვლა. ამ დროს ხშირად მარტო რჩებიან და ქუჩაშიც აღარ დაედგომებათ. სწორედ ასეთი ქალბატონებისთვის გაიხსნა თავშესაფარი ქალაქ მეხიკოში, სადაც ოცდაათამდე ყოფილი მეძავი ცხოვრობს. თავშესაფრის გახსნის ინიციატივა ყოფილ სექს–მუშაკს ეკუთვნის. ალბათ, მოხუცები საღამოობით ერთ ოთახში იკრიბებიან და მათ თავს გადამხდარ ამბებს უყვებიან ერთმანეთს.

ძნელია სხვა ადამიანი განსაჯო და არც ვაპირებ ამის გაკეთებას, (მერე რა რომ არ მიყვარს მაგ პროფესიის ადამიანები) მაგრამ ნეტავ რა უნდა გაიხსენონ? ვის რამდენი კლიენტი ჰყავდა ერთ ღამეში? თუ, ვინ რამდენ დოლარიანი იყო? ასეა თუ ისე, ცხოვრობენ ქალები თავშესაფარში და მშვიდად ელოდებიან სიკვდილს. მთავარია სიზმარში კოშმარები არ დაესიზმროთ.

ახლა წარმოვიდგინე, რომ საქართველოში გახსნეს მსგავსი თავშესაფარი – არაა, არავინ მივიდოდა მანდ საცხოვრებლად – ასე მგონია. ჩვენთან მეძავები  სად არიან.

33 Comments to “პენსიონერი მეძავები”

  1. ჩვენთან არავინ არაფერი არ არის : ) ძალიანაც რომ უნდოდეს მაინც : ) ასე რომ სანამ არ ჩამოვყალიბდებით რამედ მაინც (აქ უცენზურო სიტყვების კორიანტელი მინდოდა დამეწერა) არაფერიც არ იქნება აქ : )
    ტრ&^ში ვართ და თავს ბედნიერად ვგრძნობთ (ჭიის და ფეკალიების ანეკდოტის არ იყოს) სამშობლოა რა : )

  2. ჰმ… სევდიანი პოსტია და ერთი ისტორია გამახსენა.

    დიდი ხნის წინ, ჩემი სტუდენტობის ჟამს, მეტეხი-პალასში რსრ სატელევიზიო ვერსიას ვწერდით. შესვენებაზე იქვე, ჰოლში, ცოცხალ მუსიკას ვუსმენდით ხოლმე (ყავის დასალევი ფული მაშინ არ გვქონდა, სხვა რაღაცების – მითუმეტეს). ერთხელაც, ერთი ქალი მოგვიჯდა. ყავას სვამდა, ეწეოდა, აქაურ კონტიგენტს არ გავხართ და ვინ ხართო, გვკითხა. ჩვენც ვუთხარით. ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა, ჩემ დროს ასეთი სად იყო, ყოჩაღ, კარგი ბავშვები ხართ, თქვენ გაიხარეთ, ცოდნას და წიგნს ასე რომ აფასებთო… მერე მუსიკას მიაყურადა და შუბერტიაო (იმ დღეს როიალი და ვიოლინო უკრავდა). კიდევ ერთხელ შეგვაქო, აბა კარგად იყავითო და წავიდა.

    ცოტა ხნის შემდეგ ერთერთ ჩვენს ბიჭს სასტუმროს დაცვის ნაცნობი თანამშრომელი გამოელაპარაკა – იმ ქალთან რა გინდოდათო. რომ იცოდეთ, ძვირია, თქვენ მაგას ვერ გასწვდებითო.

    არავინ იცის, ვინ, სად და როგორ გააგრძელებს ცხოვრებას და რატომღაც არ მგონია, იმ თავშესაფრის ბინადრებს ბავშვობიდან მანდ მოხვედრაზე ეოცნებათ.

    • მადლობა რომ არ დაიზარე და შენი ისტორია მოგვიყევი. 🙂 ჰო, ეგ ისეთი პროფესიაა რაზეც ბავშვობაში არ ოცნებობენ.

  3. მოლი, ჩვენი ლაიქები ერთდროულად გამოჩნდა, შენც აქ ყოფილხარ 🙂 უსაშველოდ მებრალებიან ეგ ქალები…

  4. მომეწონა პოსტი, საყვარლად გიწერია ნამდვიალდ ^_^
    ის ქალები შემეცოდნენ ოღონდ… თავშესაფარის იდეა ვისაც გაუჩნდა, იმის ფანი ვარ!..

  5. ჩვენთან სადა მეძავეობა აბა? აბა? თუმცა “გარე ვაჭრობა ხომ აკრძალეს” და ახლა ბორდელები უფრო პოპულარული იქნება… ამსეთი მეზავეები არამგონია რომ იყვნენ, აი ნამდვილად არამგონია, ახლა მასეთებდან ქართველი ვაჟკაცი კაცი არ იკადრებს მისვლს,.და მოხუცს შერცხვება – მასეთ მოხუცს როგორ ვაკადროო :ლოლ:….ისე შავ–თეთრი სურაები ისეა გადაღებული მჩვენებეს გვავან ეს ქალაები…. ამის წინათ ვუყურე ფილმს “Pathology ” და იქ კაცი ზუსტად მასეთ მოხუც ქალბატონთან დადიოდა ღამის აგსათევად.. გემოვნებაზე არ დაობენ. ედოფილებითუა რსებობენ, არსებობენ კაცები (ქართველი კაცებიც), რომლებსაც ხანში შესული მანდილოსნებიც იზიდავს ^_^ მოკლედ და კონკრეტულად… დავასრულე მონოლოგი

    • უი, როგორ გაბრაზებულხარ. 🙂 რას გაიგებ, რამდენი მანიაკი დადის ამ ქვეყანაზე, ზოგს ტვინი უკუღმა უდევს თავში. ფილმი დავძებნე მაგრამ, ალბათ ჯერ ვერ ვუყურებ, უჟასების განწყობაზე არ ვარ, საინტერესო კი ჩანს.

      • საქმე იმაშია, რომ სულაც არ არის უჟასი, არა იქ ამ მეძავესთან მხოლოდ ერთი სცენაა გადაღებული მეტი არაფერი.. ფილმი აი ძაან გიჟია 🙂 ეროტიკა, და მკვლელობები და სისასტიკე, უჟასები ნაკლებად ^_^…

  6. მექსიკელები თუ ამას გააკეთებდნენ და მოახერხებდნენ კი გამიკვირდა… ჩემი აზრით, კარგი იქნება თუკი მადისკიმინებელ სახელს “მეძავი”, ჩაანაცვლებს “სექსთერაპევტი”. მაგრამ ეს ისე შორეული პერსპექტივა… პირადად მე ასე ვამბობ საუბარში 🙂

    • სიმართლე გითხრა სიტყვა “მეძავს” დამამცირებლად არ მივიჩნევ, ჩვეულებრივი სიტყვაა, და თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ასე ფიქრობს, მაშინ სექსთერაპევტის დამკვიდრების შემდეგაც იგივე მოხდება. შეიძლება ვცდები.

  7. ცოტა დამასევდიანა ამ ამბავმა და მომეწონა, ვიღაც ღვთისნიერმა, რომ იზრუნა ასეთ მოხუცებზე. ხო და როგორც მაცხოვარმა თქვა: “პირველი ქვა მასზე უცოდველმა ესროლოს”–ო
    კარგი იქნებოდა მსოფლიო საზოგადოებას ერთად აეღო, ასეთ ადამიანებზე ზრუნვის ვალდებულება.

  8. კარგად მოქცეულა, ვინც თავშესაფარი გახსნა. ადამიანები არ უნდა განვსაჯოთ, ასე მგონია.
    მოლი ბლუმის კომენტარი მომეწონა კიდევ.

  9. მადლობა კეთი 🙂

    ამ ისტორიას არც ისე ხშირად ვყვები. დიდი ხნის წინ იყო, ჩემი სტუდენტობის ჟამს, მაგრამ დღემდე მახსოვს ის ჩვენი გაოგნება.

    პატარები ვიყავით მაშინ და შავ-თეთრი ფერების გარდა, სპექტრიც რომ არსებობდა, მაინცდამაინც კარგად არ ვიცოდით.

  10. 🙂

    ახლა მეც მეხსომება ეს ამბავი…
    რატომღაც ადამიანებს სტერეოტიპულად აღქვამენ ხოლმე და “განაჩენიც” ამის მიხედვით გამოაქვთ. კარგია, ვხედავდეთ ყველა ფერს.

  11. მე კიდევ მგონია რომ გასახსენებლი ექნებათ, თანაც ბევრი. ერთია იკითხო მორალი თუ რამდენად სწორი/არასწორი იყო თავის დროზე მათი ცხოვრება. მაგრამ მეორეა რომ მართლაც არავის უოცნებია მაგაზე დაბადებიდან, ასე რომ ყველას საკუთარი ისტორია ექნება, ბევრი განათლებულიც იქნება მათ შორის, ბევრი ალბათ არც ისე კარგი ადამიანი… თუმცა მათთან საუბარი საინტერესო იქნებოდა ჩემი აზრით.

    • მოსაგონარი ამბები კი ექნებათ, მაგრამ რამდენად სახალისო, ეს არის მნიშვნელოვანი. მეც მგონია, რომ მაგაზე არავინ ოცნებობს.

  12. თავშესაფარი სულაც არ მიმაჩნია კარგ საქმედ.–ეს პრაქტიკულად შემწყნარებლობა და გამართლებაა მათი ასე ვთქვათ -პროფესიის. მიმაჩნია,რომ ეს ცუდი მაგალითია სხვისთვის.

    და ძალიანაც ნუ განიცდით იმას,რომ ვაიოდა ასეთი რამე საქართველოში არც გვექნებაო!–არც უნდა გვქონდეს! არამარტო ჩვენ,არამედ არსადაც!

    • მე ასე არ ვფიქრობ 🙂 ადამიანები არიან ესენიც და ბავშვობიდან არავინ ოცნებობს ამ “პროფესიაზე”…

      • კი,ადამიანები არიან,და მხოლოდ ამ კრიტერიუმით არიან შესაცოდები.
        მაგრამ…
        ყალიბდება დაუსჯელობის სინდრომის მაგვარი დამიანის აზროვნებაში.ქალი ფიქრობს;რა უშავს ვიბოზებ,მერე რა,მოხუცს ისევ ისეთ პატივს მცემენ,’დაჟე’ სპეციალურ პანსიონში მაცხოვრებენ.
        იცით–ეს იგივეა,რომ ქურდი არ დაჭირო!
        თუ საზოგადოებას ეს ’პროფესია’ საამაყოდ მიაჩნია,მაშინ არ არის პრობლემა,მაგრამ თუ ესასე არ არის–მაშინ აბსურდია.

        • ქურდობა და ბოზობა რადიკალურად საწინაარმდეგოა 🙂
          თან, მისი ცხოვრება რაა, რაც უნდა ის ქნას, უნდა იყოს ბოზი, უნდა არა, ჩვენ არ გვეხება. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და მორჩა. დაუსჯელობის სინდრომი რა შუაშია, ბოზობამოწადინებული ცოტაა, ამას სიხარულით არ აკეთებენ და ვინც აკეთებს, იმას არც დასჯადობა აჩერებს.

          • საერთოდ,სხეულით ვაჭრობა ფულის შოვნის უკიდურესი ხერხი იშვიათად არის.და ზუსტადაც რომ ’ირჩევენ’ ამ გზას!
            მართალია,რაც უნდა ის ქნას,მაგრამ მე ვამბობ,რომ ასეთი ადამიანების მიმართ ზედმეტი ლოიალურობა მიიყვბანს პრეცედენტის გახშირებისკენ!
            გვინდა ჩვენ ეხლა ბოზებით სავსე ქვეყანა?შენ გინდა?

            • სავსე რატო კაცო, არ მგონია მთელ ქვეყანას ბოზობა უნდოდეს 🙂
              ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანს რაც უნდა იმას აკეთებს, ხშირად დიქტატურაც ვერ უშლის ხელს და ვისაც უნდა, მაინც იქნება, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა. ვიქნებით თუ არა ლოიალურები, ისინი მაინც იქნებიან. და არალოიალურობა რაში გამოიხატება?

              • რაღაც ჩემს ლოგიკას ვერ მიმიხვდი,ეტყობა კარგად ვერ გადმოვცემ ჩემს აზრს,მეპატიება,დაღლილი ვარ რაღაც 🙂

    • ჩემი აზრით ჯობდა რომ ჩვეულებრივ მოხუცების თავშესაფარში ეცხოვრათ, პროფესიული ნიშნით დაყოფა რა საჭიროა.

Leave a reply to cdisპიreli კომენტარის გაუქმება