ნაზუქები და ომი სქესთა შორის

ავტორი cdisპიreli

წიგნი “გარგანტუა და პანტაგრუელი”, რომლის ავტორი ფრანსუა რაბლე გახლავთ, ბავშვობაში წავიკითხე და თუ სწორად მახსოვს ნაწარმოებში ომის მიზეზი ნაზუქები გახდა, შეიძლება ვცდები. თუმცა ვცდები თუ არა, ამას ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნაკლები მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები იმდენად სულელები ვართ, ნაზუქების გამო შეგვიძლია ომის დაწყება.

დედამიწაზე არსებულ ხილულ საომარ კომფლიქტებთან ერთად, უხილავი, მაგრამ დაუნდობელი ბრძოლაა გამართული სქესთა შორის. (მიმიქარავს ვარსკვლავური ომები). ამერიკელი სწავლულები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ XXI საუკუნეში ქალები საბოლოო გამარჯვებას იზეიმებენ კაცებთან ომში. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, სწავლულებმა დაადგინეს, აღმოაჩინეს – სიმართლე გითხრათ, მსგავსი ფრაზები ცოტა არ იყოს უნდობლობას იწვევს ჩემში, ზოგიერთი მათგანი უბრალოდ სენსაციური განცხადება მგონია და მეტი არაფერი. მიუხედავად ამისა, მოდით, მაინც ვნახოთ, თუ ამჯერად რა დაადგინეს მათ. (იქნება მთელი მსოფლიო გარბის და ჩვენ აქ ხომ არ დავრჩებით).

ფსიქოლოგების თქმით, დეპრესია მამაკაცებს შორის სწრაფი ტემპებით იზრდება, რისი მიზეზიც მათი ფუნქციების დაკარგვაა. კერძოდ, იგულისხმება ოჯახის გამოკვების ფუნქცია. (ჩვენებურად რომ ვთქვათ “შემომტანი” აღარ არის). ამერიკაში ფინანსური კრიზისის დროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებიდან 75% მამაკაცია. იქ სადაც ადრე მხოლოდ კაცები მუშაობდნენ, ახლა უკვე ქალები ართმევენ მათ სამუშაო ადგილებს. 2007 წელს ოჯახების 22%–ში “შემომტანის” ფუნქცია მთლიანად ქალზე მოდის, მაშინ როცა 2004 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4% იყო. მეცნიერების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მამაკაცი თავის უძველეს საქმიანობას დაუბრუნდება, ანუ სახლში იტრიალებს, საჭმელს მოამზადებს, დარეცხავს და ა.შ. საბედნიეროდ ყველა არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.

მატრიარქატი ბრუნდება? ისტორია ახალ წრე ბრუნვაზე მიდის? დაგვერხა კაცებს? ვინ გამოაცხობს ნაზუქს, ქმარი თუ ცოლი? აი, როგორ იწყება სქესთა შორის ომი ნაზუქების გამო.

საბოლოოდ ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში ძნელი სათქმელია, მაგრამ ახლა უკვე არის გამოკვეთილი ისეთი რაღაც–რაღაცეები, რაშიც ქალებმა გაიმარჯვეს:

  • ჭორაობა და გაუთავებელი ლაქლაქი;
  • შოპინგი;
  • ინტუიცია;
  • სენტიმენტალიზმი;
  • ქარაფშუტობა;
  • მოთმინება;
  • ეშმაკობა;

და ა.შ.

პ.ს. სანდო წყაროებიდან შევიტყვე, რომ მომავალი წლიდან 8 მარტის კაცთა დღედ გადაკეთება იგეგმება, ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით, როგორც ჩანს ბოლო შანსია წელს, და ყველა  ქალს გილოცავთ ქალთა დღეს.

60 Comments to “ნაზუქები და ომი სქესთა შორის”

  1. : )))))))))))) meechveba kacebma mmartveli poziciebi datmon (nu martlac da omis gareshe) ase rom araferi msgavsi ar moxdeba 😀 nu sanam kacebi qalebis mxares ar gadmovlen da minimum tvini ar amoubrundebat 😀 xoda tvini ver amoubrundebat imitom rom ar aqvt :d ase rom araferi icvleba 😀 vso ok 😀

    • ტვინი არ აქვთო? :))) როგორ გამაცინე. 🙂 ისე, გეთანხმები რომ კაცები არ დავთმობთ პოზიციებს, პირადად მე ნაზუქების გამომცხობი არ ვარ. :)))

      • gagacine ra 😀 tu arsebobs mosazrebi qalis neknidan mqnilebisa da misi utvinobis kavshiris shesaxeb , minda agvnishno rom mica, qvisha, tixa (da nu risganac ar unda yofiliyo diadi cinaoari|) aseve ar gamoircheva tvinis didi shemcvelobit 😀 ase rom shegvizlia vivaraudot rom adamianebs ar aqvt tvini 😀 ubralod zogierti matgan ufro metad moqnili da scrafad scavlebadia ris safuzvelzec agcevs sxvadasxva carmatebas 😀

        hoda nazuqebis cxobac scvalebadia tu shen gaqvs amis unari 😀

      • მძვალს რა, ტვინი არ აქვს. :))) თუმცა, მე არ მითქვამს რომ ქალი უტვინო არსებაა. 🙂 შორს ჩემგან უტვინო ქალები!!! :))) მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანს აქვს ტვინი, ასე რომ შენს ვარაუდს ვერ გავიზიარებ ამშემთხვევაში. :))) მოქნილობაზე და სწრაფად ათვისებაზე გეთანხმები. 🙂

  2. არ ვეთანხმები ამ აზრს 🙂 მიუხედავად იმის, რომ საკუთარი თავის შენახვა მამაკაცის გარეშეც მშვენივრად შემიძლია, მაინც სიამოვნებით დავაცხობდი ნაზუქებს :დ არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ თანახმა ვარ (და მინდა კიდეც) რომ სუსტი ვიყო, ოღონდ არა საკუთარი თავის სუსტად მოჩვენების გზით, არამედ ისე, ბუნებრივად 🙂 ჰოდა სადაა აბა ისეთი კაცი რომ ნაზუქები მაცხობინოს? 🙂

  3. სქესთა ომი ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი მგონია 🙂 მე, პირადად, არავის ვეომები და ზუსტად ვიცი – ქალი საუკეთესო თვისებებს მაშინ ავლენს, როდესაც გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყავს და პირიქით…

  4. თუ კიდევ უფრო გავხურდებით და თემას ჩავყვებით, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ქალები სერენადებს გვიმღერებენ, ადგილს დაგვითმობენ, წინ გაგვატარებენ და ნაზუქებს შეგვიქებენ)) ისე ზოგადად ოჯახში გასტრნომაზე პასუხისმგებლობა, დამამცირებლად რატომ მიაჩნიათ ვერ ვხვდები. ჩემი აზრით ეს უფრო ინტერესებზეა დამოკიდებული. ზოგადად დავალდებულება და მოთხოვნა “ქალო საჭმელი გამიკეთე”, მსგავსი დამოკიდებულება, არა მხოლოდ საკვებზე, არამედ ნებისმიერ კონტექსტში შეურაცხმყოფელია.

    • ძალიან არ მინდა რომ ვინმემ სერენადები მიმღეროს. 🙂 საჭმლის მომზადება დამამცირებელი ნამდვილად არ მგონია, თუნდაც ჭურჭლის გარეცხვა, ზოგჯერ. 🙂 ოჯახში ქალის და მამაკაცის თანასწორობას მივესალმები.

  5. მოლი ბლუმის დამოკიდებულება ჩემი აზრით ყველაზე ჯანსაღი ქალის პოზიციაა ))

  6. მადლობა, გეგა 🙂 ისე, აქ ლიბიკას და ჩორვენს დაუწერიათ 🙂 ჩემს ფავორიტ ბლოგერებს 🙂 ჰოდა, მე ლიბიკას პოზიციაც მომწონს 🙂 ჩორვენი ოდნავ მილიტარისტულია 🙂

  7. არანაირად არ ვემხრობი სქესთა ომს, ვფიქრობ რომ ორივემ თავისი ადგილი უნდა იცოდეს

    მაგრამ

    ქარაფშუტობასა და ლაქლაქში რომ საბოლოოდ ქალებმა გაიმარჯვეს, ეგ არაა დადასტურებული ფაქტი :)))

    • კომენტარის პირველ ნაწილში გეთანხმები ნინა. 🙂 აი, რაც შეეხება მეორე ნაწილს, შენ ამბობ რომ ჯერ საბოლოოდ არ დასტურდება ეგ ფაქტიო, ესე იგი გამოდის რომ ამ დროისთვის მაინც იმარჯვებენ და მგონი საბოლოო გამარჯვებამდეც ბევრი აღარაფერი რჩება. :)))

  8. ბუნებაშია ასე, რომ მამაკაცი არის ძლიერი, ოჯახის თავი, უფროსი, და შემომტანი და ქალი-უფრო სუსტი სქესის წარმომადგენელი, დედა., გასაგებია რომ ჩვენს ეპოქაში ე.წ. “მამალი ქალები” მომრავლდნენ, მაგრამ მე ვფიქრობ არაა საჭირო ომი, “ვინაა ოჯახის თავის” თემაზე. უბრალოდ ერთმანეთი უნდა შევავსოთ და ვიქნებით მთლიანები, ვიცხოვრებთ სრულ ჰარმონიაში 🙂

  9. :მრავალმნიშვნელოვანი ჩახველება: http://lib.ge/body_text.php?7819

  10. აქ რა ამბავი ყოფილა 🙂

    უჭკუო, ჩერჩეტი და სუსტი არც კაცი მომწონს და არც ქალი. ორი ჭკვიანი ადამიანი კი იმას ყოველთვის მიხვდება, რომ სქესთა შორის ომი კი არა, ჰარმონიული თანაარსებობაა საჭირო და აუცილებელიც კი.

    თამარა, სად გაგახსენდა დუმბაძის იუმორესკა, ბავშვობის მერე არსად შემხვედრია, მოვკვდი სიცილით 🙂 გაიხარე 🙂

    • რა ვიცი 🙂 დილით წავიკითხე და მერე ფეისბუქზეც დალინკეს 🙂
      ჰოდა, ქალებო, თუ მაინცდამაინც შემოგვეწყო სქესთა ომი, ნუ დავივიწყებთ, რომ მამაკაცი ქალის თანასწორია:):):):):)

      • ვაიმე მეც ძალიან დიდი ხანია აღარ გამხსენებია იუმორესკა :დ ბევრი ვიცინე :დ გაიხარე :*

  11. http://www.youtube.com/watch?v=P1ferw30pUo&feature=player_detailpage ai es video naxee, yoliferia 🙂 ai es qali namdvilad ver daabrunebs matriarqats 😀 😀

  12. მიუხედავად იმისა, რომ ქალების უფლებებს ვაღიარებ, მამაკაცი მაინც დომინანტი უნდა იყოს, მამაკაცი ქვია მაინც 🙂 თუმცა, არა ზედმეტად, უბალოდ ერთ-ორი ნაბიჯით, ქალმა მასთან შედარებით სუსტად რომ იგრძნოს თავი და მისი იმედი ჰქონდეს. რაც არ უნდა ძლიერი იყოს ქალი, მას ყოველთვის ჭირდება მასზე უფრო ძლიერი მამაკაცი, რომლის გვერდით თავს დაცულად იგრძნობს. მიუხედვად იმისა, აღიარებს თუ არა ქალი ამას, ის მაინც სუსტი არსებაა… და სხვათაშორის, არც მთლად ქალების “ბრალია” ის, რომ უფრო ძლიერები გახდნენ, უბრალოდ მამაკაცები გახდნენ ისეთი სუსტები, რომ ქალის სიძლიერე თვალშისაცემი გახდა, და ეს მამაკაცების “მოსაგვარებელია”.

  13. ისე,სქესთა შორის ომი რომ გამოცხადდეს,მთელი თავისი საბრძოლო ვითარებებით,ქალები გაიმარჯვებდნენ…
    მაგრამ რათ გვინდა ქალებს ასეთი გამარჯვება?
    ქალი თავს ქალად ვერ იგრძნობს იქ,სადაც კაცი არ კაცობს!
    მართლაც,მსოფლიოში ცოტა კრიზისია, მამაკაცთა უნარების დაქვეიტებას ვგულისხმობ! და ეს სამწუხაროა.მიუხედავად იმისა,რომ დრევანდელი ქალი ბევრად უფრო მეტ გასაქანს პოულობს თავისი შესაძლებლობებისთვის,ოჯახში ურჩევნია,რომ მამაკაცი იყოს დომინანტი.
    სხვათაშორის,ჩამოთვლილი რომ გაქვს პუნქტები,ქალებმა რაშიც გაიმარჯვესო,მხოლოდ ”შოპინგი”-ში გეთანხმები,ისიც ნაწილობრივ.

    • ნუ იქნები წინასწარ დარწმუნებული 🙂 ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეიძლება ცუდი შედეგები მოგიტანოთ ქალებს. :))) იმედია ეგ შექმნილ კრიზისი გადაილახება და ერთად კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვიცხოვრებთ. 🙂

      რაც ჩამოვთვალე უფრო სტერეოტიპებია და ბოლომდე მეც არ ვეთანხმები. 🙂

  14. momwons, saxlshi rom mival, dava-like-eb 😀

    da nazuqebis oms rac sheexeba, chemi da tanjulobda mag nawarmoebze unishi, xoda miyveboda xolme (rom mere saseminarod uket momzadebuliyo) da vai vai.. kidev kargi ar maqvs wakitxuli. ver gavige ra sachiroa szogadoebis naklze aseti tonit wera… nand kide isic weria, gargantua parizshi rom chavida, notrdamis koshkebidan, zemodan ise gadmoafsa, mteli farizi chaaxrchooo.. jer isteriulad gamecina, mere gavbrazdi 😀 😦 😀

    xoda, sqesta oms rac sseexeba exla,.. mag omis gareshe, mowyeniloba daisadgurebda, imho imho IMHO 😀 😀 😀 ar tqvar axla, rom ar giyvart daka-daka 😀 😀

    p.s kacebic ara nakleb choraoben 😀 😀 😀

    • რა კარგი რაღაცეები ყოფილა მაგ წიგნში, ეგ აღარ მახსოვდა. :))) ცოტა ცინიზმი და სარკაზმი მერე რა, კარგიც კია. :)) მსუბუქი კინკლაობა იყოს, ომი არა :))) ჭორაობაზე არ თქვა. :)))

  15. დაგვერხა? ;დ
    და პირიქით, მამაკაცები უფრო მეტად ქალურ პროფესიებს ეტანებიან, თვით საქართველოშიც კი. მოდელობა, დიაზაინერობა, მკერაობა და ა.შ, [ამდროს, ყველაფერი მამაკაცის გამოგონებაა]
    მოკლედ, ტრაგედიას ვერ ვხედავ. ყველამ ის აკეთოს რაც უსწორდება 😉

  16. არა, ბოლო დროს სულ ამას ვამბობ, ქალებმა იმდენი იძახეს გენდერული თანასწორობაო და ვიჩაგრებითო, რომ ახლა 21–ე საუკუნეში აშკარად კაცი იჩაგრება

    უცხოეთში ახლა ყველგან მაღლ პოზიციებზე ფურო კაცს ნახავთ ვიდრე ქალს.. მომღერალი უფრო მეტი ქალია ცნობილი ვიდრე კაცი …. ფილმებშიც კი ბოლოს ცოცხალი 90%–ის შემთვევაში ქალი რჩება….

    მე ყოველთვის ვემხრობოდი გენდერულ თანასწორობას მაგრამ ბოლო დროს ქალებს ზედმეტები მოგვდის…. კაცი მაინც ძიერია და ჩვენ სუსტი არსებები ვართ .. და ეს მომწონს ^^

  17. ლოლ ძალიან სახალისო იყო
    ზედაპირულად და ჰიუმორით შევხედე, მერე ცოტა ჩავუღრმავდი ად დავიგრუზე იმედია მეცნიერების პროგნოზები არ გამართლდება, მაგრამ ეს მხოლოდ იმედია, იმიტომ რომ მე უკვე ვხედავ “გადაჯიშებულ” კაცებს, მართალია ძალაინ ცოტას, და სხვადასხვა ასპეტში,მაგრამ მაინც არიან, ჰოდა როგორ შევაცეროთ ეს “კატასტროფა” (შეკითხვა ქალებს ან ჯუსტ რიტორიკული კითხვა) 🙂

  18. au sad gagve**ra… me ukve daviwye nazuqebis receptis modzieba… 😀

    P.S. sxvagan ar vici da saqartveloshi matriarqati arasdros ar iyo (arc tamaris dros), arc exla ar aris da arc awi ar iqneba arasodes… da tu dadgeba eg dro mashin me “pabegshi” viqnebi…. 🙂 😉

  19. ჭორაობაზე გამახსენდა, ამას წინად, ოფისში სამი მამაკაცი იყო, რაც იმათ ერთი საათის განმავლობაში ილაქალაქეს მთელი წელი არ ვიტყვი მაგდენს 😀 😀 😀 თან იმდენსაც ვერ ხვდებოდნენ რომ იმ პაწუკა ოთახში მათი ლაქალაქი ხელს გვიშლიდა 😀

    ხოდა რა ვიცი მატრიარქატის რისკები კი დგას სადღაც, ხან მინელდება ხან ისევ განახლდება ხოლმე, ორივე მხარის ბრალია, ცალკე კაცის მოსუსტების და ცალკე ქალის გაძლიერების და კიდევ ათასი მიზეზი.

  20. ხაწელი ტაკ ლუჩშე ა პოლუჩილოს კაკ ვსეგდა

    ვინ თქვა პირველმა ეს ფრაზა, იცით?

    ყოველ შემთვევაში, პოსტ-საბჭოთა სივრცეში ეს ფრაზა მას უკავშირდება.

  21. კი, ბატონო, ეგ არის. რუსეთის ექს-პრემიერი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დღესაც პოპულარული ფრაზაა.

    ჯესიმ რომ იცოდა, გამიკვირდა. ახალგაზრდებს ის დრო, როგორც წესი, არ ახსოვთ.

  22. მატრიარქატიც ისეთივე ყ***ბაა როგორც პატრიარქატი და როგორც ყველანაირი ‘..ატი’. უკიდურესობებში ან ქალები არიან უკმაყოფილოები, ან კაცები.

  23. ამ საიტის მეშვეობით შეგიძლიათ ადვილად და იაფად გამოიწეროთ ნოვთები ამერიკიდან.უბრალოდ დარეგისტრირდით, იყიდეთ სასურველი ნივთები და გადაიხადეთ მათი საფასური სახლიდან გაუსვლელად!არ დაგავიწყდეთ მისამართის მითითება. viaddress.

Leave a reply to stary,stary night... კომენტარის გაუქმება