ფრანგული ამბორის სიმფონია

by cdisპიreli

ალბათ, თქვენ ჩემზე უკეთ იცით თუ რა სარგებლობა მოაქვს კოცნას – ის რომ ამბორი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, აწყნარებს ნერვებს და ახშობს სტრესს, ავარჯიშებს სახის კუნთებს და ხელს უშლის ნაოჭების ნაადრევად გაჩენას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ანელებს ათეროსკლეროზის განვითარებას, იწვევს წონის დაკლებას და ა.შ. დილით 20 წამიანი კოცნა, მთელი დღის განმავლობაში კარგი განწყობის საწინდარია. ასე რომ კითხვაზე, რა სარგებლობა მოაქვს მამალს, – უხ, მამალს კი არა, კოცნას – ვფიქრობ თამამად შეძლებთ პასუხის გაცემას.

საინტერესოა საიდან გაჩნდა კოცნა, ვინ იყვნენ ისინი ვინც პირველად აკოცეს ერთმანეთს. რა თქმა უნდა ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. ეჭვი მაქვს, რაღაც ნაკლებად რომანტიკული მიზეზი იქნებოდა. ერთ–ერთი თეორიის მიხედვით, ტუჩებში კოცნით ხდებოდა სულის ქორწილი… ასეა თუ ისე, დღეიდან სუფრაზე იმ წინაპრების სადღეგრძელოს დავლევ, რომლებმაც კოცნა მოიტანეს ჩვენამდე. რომ არა ისინი, ახლა შესაძლოა ცხვირის ცხვირზე მიდებით ვესალმებოდეთ ერთმანეთს.

კოცნის ერთ–ერთი ნაირსახეობა, ფრანგული ამბორი გახლავთ – მადლობა ფრანგებს.  ადამიანი გენიალური ქმნილებაა. ახლა მივხვდი თუ რატომ არის ადამიანის ენა ყოველთვის სველი. იგი მუდამ საბრძოლო მზადყოფნაშია ფრანგული ამბორის შესასრულებლად.

ბევრი ფიქრობს, რომ XXI საუკუნეში რომანტიკა აღარაა, მაგრამ როგორც ირკვევა არც ასე საგანგაშოდ ყოფილა საქმე. შორეულ ა.შ.შ.–ში, ჩვენი ქვეყნის სეხნია კოლეჯის, Georgia Tech–ის სტუდენტმა, მეტად ორიგინალური და რომანტიკული გაჯეტი შექმნა – Kiss Controller. საქმე ეხება ბოულინგის თამაშს ფრანგული კოცნის საშუალებით. თამშის წარმატებით დასასრულებლად საჭიროა პარტნიორის პირში ენის სწორად და სწრაფად სრიალი. აი, ნახეთ ვიდეო:

ვიდეო თამაშებისა და კოცნის მოყვარულები ნამდვილად კმაყოფილები დარჩებიან. სავარაუდოდ ტექნოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწება. ვინ იცის, იქნებ მალე ტეტრისის თამაშიც შევძლოთ მსგავსი მეთოდით. ამ მოწყობილობის გამოგონებამდე, იგივე სტუდენტმა თანამედროვე ტექნოლოგიების და კოცნის ერთმანეთთან დაკავშირება სხვა გზითაც სცადა. ამჯერად, ვიდეო თამაშების მაგივრად ფრანგული ამბორის დროს ხელსაწყო მუსიკალურ ბგერებს გამოსცემს. საკმარისია ენის სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობა და მუსიკა აჟღერებას იწყებს.  ვიდეოში უფრო კარგათ ნახავთ მოწყობილობის მუშაობის პრინციპს და მოუსმენთ ფრანგული ამბორის სიმფონიას. (გირჩევთ ვიდეო ბოლომდე ნახოთ, 2:04 წუთის შემდეგ იწყება სიმფონია)

მე თუ მკითხავთ, ეს ვარიანტი ბოულინგზე უკეთესია. ყველა შეყვარებულ წყვილს ეძლევა შანსი თავისი განუმეორებელი სიმფონიის შექმნისა, სადაც დირიჟორიც თავდ იქნება, კომპოზიტორიც, მუსიკოსი და მაყურებელიც. ასევე  საინერესო იდეად მეჩვენება, ფრანგული კოცნით მონიტორზე ასო ბგერები რომ იწერებოდეს – ნამდვილი სასიყვარულო ლექსები შეიქმნებოდა:

ნსაბდსფუვჰ ფგ იგჰც ცბცბბ

მცდვცბდფუ ქუპ ქდბქიპ

რამდენი დამიწერია. კოცნაზე ამდენი ლაპარაკი არ შეიძლება. ბოლოს მაინც ვიტყვი: ჩემი აზრით საჭიროა დედამიწის ცენტრში ცოცხალი ამბორის ქანდაკებები დაიდგას. (რა კარგია რომ დედამიწა მრგვალია და მისი ცენტრი ყოველი ფეხის  ნაბიჯზეა!). ჰო, კიდევ, თუნდაც ზღაპრები გაიხსენეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს კოცნას ზღაპარში, ბაყაყებიც კი ლამაზ უფლისწულებად გადაიქცევიან ხოლმე კოცნის შემდეგ, მძინარე მზეთუნახავები…

Advertisements

29 Comments to “ფრანგული ამბორის სიმფონია”

  1. არ მევასება ზასავი და არა… ვერ ვუმუღამებ, ტოისწ შემიძლია ვეზასავო უაზროდ ყველას, მარა ურეაქციოდ, ვითომც არაფერი… ერთადერთი იყო ადამიანი ვისთანაც ხოოოო :)) აი სექსი კი მაინც ასწორებს თუნდაც იმ ,,ყველასთან”!

    • ჩემი აზრით არც არის საჭირო რომ ყველასთან მოგეწონოს, მთავარია ის ერთი არსებობდეს. 🙂 სექსის წინ გასახურებლად მაინც გამოდგება. :))

  2. ვინცხა აზაბოჩენია ეგ შენი ჯორჯიელი სტუდენტი. კოცნა ასწორებს მოულოდნელი და დაუგეგმავი.
    პ.ს. გამიგია რომ წყვილმა ერთმანეთის 25 ლიტრი ნერწყვი რომ დალიონ მაინც ერთი ერთი მემილიონედია შიდსის გადადების შანსიო .

    • ერთობა რა ტიპი. 🙂

      კოცნის სარგებლიანობაზე რომ ვკითხულობდი, იქაც იყო ნახსენები დაავადებების გადადების საფრთხე, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოა ეგ მომენტი, რომ ყურადღება არ გამიმახვილებია. 🙂

  3. კოცნა… ჰმ!… ჩტო ზა გლუპოსტ! გიკოცნია ვინმესთვის? მ? 😛

    • მარტო შენ ხვდები სიმართლეს და სიღრმეებში ჩადიხარ. :))) რომ არ მიკოცნია მაგიტომ ვწერ ამდენს, რომ როგორმე ვნება დავიოკო. :)))

  4. შენს იუმორს ვაფასებ. მშვენიერ ხასიათზე დავდექი. განსაკუთრებით ტეტრისზე მომეწონა.
    ყოჩაღ, კარგი პოსტია.

  5. რომანტიკის ადგილი ყოველთვის არის და ყველგან 🙂

  6. ის მუსიკალური ძალიან მომეწონა, ეს ტიპიც არ უნდა იყოს დებილი და “აზაბოჩენი”, როგორც კომენტარებში თქვა Danny Brown-მა. მეც მინდა რომ მქონდეს ასეთი ხელსაწყო, მაგრამ მანამდე მთავარი მაკლია, ადამიანი, ვისთან ერთადაც ამ ხელსაწყოს გამოყენება მომინდებოდა 😀 😀

    • ხელსაწყო რომ გქონდეს ნახევარი საქმე გაკეთებული იქნებოდა და სასურველ ადიამიანსაც შეარჩევდი როგორმე. :))) წარმატებას გისურვებ. :))

  7. როგორ გემრიელადაა დაწერილი 🙂

  8. მახსოვს ადრე რაღაცას უყურედი რუსთავი–2–ზე, მგონი კურიერს. ჰოდა რეპორტაჟი ეხებოდა ახალგაზრდების ღიად “კოცნაობაზე” ქუჩებში და ერთი მოხუცი კაცი იყო და ასე თქვა: ” აბა რა არის ეს, კარგია? ბიჭი რომ შუა ქუჩაში ზასს დაადებს გოგოს?” :დდ ჯერ ვერ მივხვდი “ზასის დადება” რას ნიშნავდა, მერე რომ მივხვდი, იმდენი ვიცინე ;დ
    ჰოდა კარგია რა ზასის დადება 😉 ისე ფრანგული კოცნა როდის გამოიგონეს ნეტა?

    • ზასის დადება, მაგარია. :))) საერთოდ მგონია, რომ კოცნა ინტუმური რამ არის, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ქუჩაშიც დაადო ზასი. :))) როგორც ვიცი, ფრანგებს უფრო ტერმინი “ფრანგული კოცნა” ეკუთვნით, თორემ კოცნის დროს ენის გამოყენებაზე საუბარი კამასუტრაშიც არის: Существует множество вариантов поцелуя. В самой известной книге об искусстве любви – Кама Сутра – поцелуи рта делятся на несколько видов. Просто поцелуи губами называются НИМТА. Поцелуи с применением пальцев – АВАГАКУМНБАНА. Поцелуи с применением языка – САМАЯНА. Поцелуи игры – ЮДХА. ეს ბოლო ვარიანტიც კარგი ჩანს. :))

      • ხო, პრინციპში ქუჩასაც გააჩნია ;დ აი ხალხმრავალ ადგილებში მე არ მომწონს, სოლოლაკის და ძველ უბნებში უფრო რომანტიულია 🙂

        ეგრეც ვიფიქრე, დავიჯერო მანამდე ენით არავინ იზამდა თქო? ;დ კამასუტრაში მგონი ყველაფერზე წერია, რისი წარმოდგენაც ძალუძს ადამინს ;დ

  9. კოცნა სასწაული რამეა,მხოლოდ იმშემთხვევაში თუ ვნებაც ახლავს თან1
    დადებულიმ ვიდეოები ვნახე და იცი რას ვიტყვი,რატომ ცდილობს ხალხი ყველაფრის იერსახის შეცვლას?და რაღაც სხვა დატვირთვის მოძებნას,არ მესმის.
    სადღეგრძელოს ამბავი მომეწონა.:)

    • შეცვლას, ალბათ, იმიტომ ცდილობენ რომ უფრო მრავალფეროვანი გახდეს ჩვენი ცხოვრება. 🙂 ეგ მაინც მხოლოდ უბრალო გასართობია და მეტი არაფერი. 🙂 თუ მოგეწონა შეგიძლია შენც მიირთვა ხოლმე ეგ სადღეგრძელო. 🙂

  10. უხ რა კარგი კოსტია 🙂 კარგია კოცნა კარგია.. მთავარია ორმხვრივი და ვნებიანი იყოს ^^

  11. აუ მომეწონა საკუთარი სიმფონიის იდეა 🙂 რა იდეინი სტუდენტი ყოფილა და რა ჩაწიკლული ფრანგულ კოცნაზე (“ზასაობას ” ნუ დავარქმევთ ამას, ვერ ვიტან ამ სიტყვას)
    ბოულინგის თამაში დიდი ვერაფერი,მაგრამ სიმფონიას დიდი სიამოვნებით შევქმნიდი :))))

  12. ძალიან სასაცილოა, კარგი პოსტია! :)))

    კოცნის წარმოშვებაზე ადრეც დავფიქრებულვარ და დაკვირვებამ ერთი აზრი მომაწოდა: ჩვილი ძუძუს რომ წოვს კოცნას ძალიან ჰგავს. ხოლო თუ მოადუნა ტუჩები ნამდვილი კოცნა გამოსდის. იქნებ პირველი კოცნაც აქედან მოდის… დედის ძუძუზე საყვარელი რა არის.

  13. cdisპიreli, “ფრანგული კოცნა” რატომ? ეს ტერმინი საქართველოში ბევრს მოსწონს, მაგრამ არა მგონია მისი სწორი მნიშვნელობის ცოდნის შეთხვევაში კვლავ ფართოდ გამოიყენონ 🙂 იქნებ მე ვცდები და არასწორი ინფორმაცია მაქვს მის განმარტებაზე… 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: