გარბენი 100 სიტყვაში

by cdisპიreli

დღეს ოლიმპიური სულისკვეთებით უნდა გავიმსჭვალო. არ გეგონოთ, ჭოკით ხტომა და დიდი სიმაღლეების დაპყრობა გადავწყვიტე, არც ისეა საქმე, რომ მარათონულ გარბენში მივიღო მონაწილეობა, 42 კილომეტრი და 195 მეტრი ვირბინო და ვიღაც კონკრეტულ ადამიანს ვუთხრა: მიყვარხარ. უბრალოდ 110 მეტრი უნდა გავირბინო ბარიერების გადალახვით 100 სიტყვაში.

დარწმუნებული ვარ ბარონი პიერ დე კუბერტენი ჩემი გადაწყვეტილებით იამაყებდა და ალბათ ოლიმპის მთაზე დაკრძალული მისი გული ხელახლა აძგერდა. გაიგონეთ? სპორტული პისტოლეტის ხმა გაისმა, უნდა გავიქცე, ფინიშთან შევხვდებიიით…

ჩინუა აჩებე “A Man of the People”

აფრიკა – პირველი ასოციაცია, რაც ამ სიტყვის გაგონებაზე მიჩნდება, ესაა ნახევრად შიშველი შავკანიანი ბავშვი, აბურცული ტუჩებით, სევდითა და შიმშილით სავსე დიდი თვალებით.

ნიგერია –  ფეხბურთელი ჯეი–ჯეი ოკოჩა, ფილიგრანული ტექნიკითა და საფირმო ფინტით. მისი თანამემამულე ჩინუა აჩებეც დიდი ტექნიკის, ამ შემთხვევაში სალიტერატურო, მფლობელია. მატჩი დაიწყო. ტრიბუნებზე მსხდომი რიგითი ნიგერიელი გულშემატკივრები, ის ადამიანები არიან, ვისზეც აჩებე წერს თავის წიგნში. მეგობრობა, პოლიტიკა, სიყვარული – ეს წიგნის მთავარი თემებია. მწერალი ისე გვიყვება ამბავს, რომ ვუვუზელას გამაღიზიანებელი ხმები არ გვესმის, თხრობის მანერა უფრო მელოდიურ მუსიკას ჰგავს. მის “მოკლე პასებში” დიდი ადამიანური გრძნობები დევს. მთელი “მატჩის” დროს ტრიბუნებიდან ნიგერიელი ხალხის შეძახილი ისმის.

აფრიკა – დღეიდან ჩემს ასოციაციების გალერეას ჩინუა აჩებე დაემატა.

——————————————

ესეც ასე, გარბენი დასრულდა და როგორც დაგპირდით ჩვენ ისევ ერთად ვართ. რაღაც უნდა მეთქვა კიდევ, მაგრამ აღარ მახსოვს. დავიშალეთ.

Advertisements

10 Responses to “გარბენი 100 სიტყვაში”

  1. პოსტი კაია, იმდენად, რომ ამ წიგნის წაკითხვაც მომინდა… მარა “ვსიო”, აღარ “მევასები” 😀

    • ვახ, რა დაგიშავე? 😦 :)))

      • მიზეზი იმდენად სასაცილოა, არ ღირს დაწერა. ერთ-ერთი მოლი ბლუმის კომენტარის დასაწყისშია ნახსენები. მოკლედ, დეტალურად ვერ ავხსნი ახლა, მარა შეიძლება ისევ “დამევასო”, კარგად წერ ზოგადად და იმიტო 😉 თუ არდა, დაიკიდე, ჩემისთანებს დაევასები კიდე?! 😀

      • ალბათ, კონკურსში მონაწილეობას გულისხმობ. ცხოვრებაში არანაირ კონკურსში არ მიმიღია მონაწილეობა და ჩემი ბლოგის არსიდან გამომდინარე, უბრალოდ არ შემეძლო ეს შანსი არ გამომეყენებინა, ხომ უნდა გავიგო რას გრძნობს კონკურსის მონაწილე. 🙂

        მე მინდა რომ შენც გევასებოდე, მაგრამ თუ არ გინდა რას ვიზამ. :))

  2. ოჰ, ეს თეგ-თამაშები…

    რა არ მომწონს, იცი? შენი ბლოგი გამოწერილი მაქვს, წესით, ყველა პოსტი ფოსტით უნდა მომდიოდეს და ეს რატომ არ მომივიდა? 😦

  3. რა გითხრა აბა, არ ვიცი რა შეიძლება იყოს მაგის მიზეზი, მე ყველასთან გულუხვად ვუშვებ პოსტებს. 🙂 გუგლ რიდერს რატომ არ იყენებ? მე ეგ მაქვს და მომწონს.

    პ.ს. გრავატარის ფოტო დაგიხვეწავს, მომწონს. 🙂

  4. ხო, მიზეზი ახლოსაა, თუმცა, შენი აზრიც გასაგებია და საკმაოდ მყარი არგუმენტია 🙂
    მეც მინდა რომ მევასებოდე, მარა ასეთი რაღაცეები ჩვენზე არაა ხოლმე დამოკიდებული 😀
    ვხუმრობ კაცო, მთლად ასე ცუდად კი არაა საქმე 😀 მით უმეტეს შენს ახალ პოსტს უნდა გავეცნო ახლა 😀

Trackbacks

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: