გემრიელი დელიკატესი ძილის წინ

by cdisპიreli

ადამიანის მიერ შექმნილი კალენდრის მიხედვით გაზაფხული დადგა, მაგრამ ფანჯრიდან თუ გაიხედავთ ამას ნამდვილად ვერ იტყვი. არც მქონდა იმის მოლოდინი, რომ მარტის პირველივე დღეებიდან ცხრათვალა მზე გამოანათებდა, თუნდაც რვათვალა. ასეა თუ ისე, ჯერ კიდევ ცივა და რა თემაზეც ახლა მსურს პოსტის დაწერა, ვფიქრობ კონტექსტიდან არ იქნება ამოვარდნილი, (აგერ, რამდენიმე დღის წინ “იმედმა” სულაც საახალწლო გადაცემა, “სტუმრად იუმორინასთან” შემოგვთავაზა) თუ არა და ზამთარი ისევ მალე მოვა, თქვენ კი მომზადებულები შეხვდებით მას.

საქმე წიგნის კომფორტულად კითხვას ეხება. ერთია წასაკითხი წიგნის სწორად შერჩევა, რაზეც გაკვრით ამ პოსტში დავწერე, და მეორე – მყუდრო გარემოს შექმა კითხის დროს. წელიწადის დროებთან ერთად მეტ–ნაკლებად იცვლება მოთხოვნები აღნიშნული საკითხის მიმართ. ზამთარში, როგორც წესი, ერთ–ერთი მათავარი პირობა სითბო გახლავთ. შემდეგ უკვე გემოვნების მიხედვით: ჩაი, ყავა, (ცხელ–ცხელ დაკლაკნილ ორთქლთან ერთად, სულის შებერვის დროს რომ კიდევ უფრო მეტად იგრიხება და შეტევაზე გადმოდის) სიგარეტი, (ბოლთან, საფერფლესთან და გაშავებულ ფილტვებთან ერთად) კუბოკრული პლედი, მაღალსაყელოიანი ფუმფულა ჯემპრი გრძელი სახელოებით და ა.შ. კეჟერაძესი არ იყოს, მეც სავარძელში მოკალათება და ასე კითხვა მირჩევნია, მაგრამ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ძილის წინ კითხვაც კარგი, გემრიელი დელიკატესია.

სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი მეთოდი, ჩემი კითხვითი არსენალიდან თითქმის მთლიანად ამოღებულია რიგი მიზეზების გამოისობით. ბევრისთვის კი ეს შეიძლება სიცივის გამო იყოს ხელმიუწვდომელი. დამეთანხმებით, ძალიან არაკომფორტულია საბნიდან ხელების ამოყოფა წიგნის დასაჭერად და ამ დროს ზღვის სანაპიროზე ბიკინებით მოსიარულე პერსონაჟებთან ერთად მოგზაურობა. ასევე სხვის საძილე ტომარაში მოხვედრის პროცესიც გაცილებით გართულებულია გაყინული ხელების გამო, სიტყვაზე მენდეთ.

საბედნიეროდ, მაშინ როცა ჩვენ გვძინავს, კრეატიულ ადამიანებს ღვიძავთ და ბევრ საინტერესოს ქმნიან. გაიხარეთ, ცივი ხელები დამარცხებულია! გაუმარჯოს თბილ ხელებს და დელიკატესს ძილის წინ.

ახლა თუ თქვენს შორის რომელიღაცა ინტრიგანობის ხასიათზე იქნება და მკითხავს, რომ იმ ერთ თითს რაღა მოვუხერხოთო, მე გიპასუხებთ: ამ შემთხვევაში კიდევ ერთი უპირატესობა იკვეთება ელექტრონული წამკითხველების მხარეზე, მაგალითად როგორიცაა “ქინდლი”, რადგან ამ შემთხვევაში შემდეგ გვერდზე გადასასვლელად საბანი–ხელთათმანით დაფარული თითი პრობლემას ვერ შექმნის.

Advertisements

29 Comments to “გემრიელი დელიკატესი ძილის წინ”

  1. მეც მინდა ასეთი საბანი ზამთარში 😀 როგორც ყოველთვის პოსტიც მომეწონა. “საბედნიეროდ, მაშინ როცა ჩვენ გვძინავს, კრეატიულ ადამიანებს ღვიძავთ და ბევრ საინტერესოს ქმნიან” ოხ როგორ მინდა მეც არ მეძინოს და რამეს ვქმნიდე ხოლმე 😀 არადაა ძააან ძილის გუდა ვარ. 😦

    • არ იდარდო, სიზმარშიც ბევრი გამოგონება გაუკეთებია ადამიანს. :)) საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც მენდელეევი და მისი ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა. :)))

  2. რა კარგი საბანია,მეც მინდა!
    მოგანდომებს წიგნის კითხვას!
    მეც ’ღამის’ ადამიანი ვარ(თუმცა დიდად კრიატიულობას ვერ დავიქვეყნი).
    ქინდლიც კარგი რამეა! როგორ მინდაააააა

    • სწორად მოვიქეცი რომ წინასწარ დავიზღვიე თავი. :))) ინტრიგან. :))))

      • კრეატიული თემები შენი საფირმო ნიშანი ხდება 🙂

        უგემრიელესად დაწერილი პოსტია 🙂

        კომფორტულად კითხვს რაც შეეხება – ყავა (ჩაი), სიგარეტი, პლედი და ფუმფულა სვიტრი ჩემთვისაც საყვარელი და აქტუალურია (როგორც ამბობენ, ჩემი ბიბლიოთეკის წიგნებს “დანჰილის” არომატი ასდით) მაგრამ ერთი ისეთი რამ მიყვარს, ბევრი კომფორტულად არც ჩათვლის – ვგიჟდები ტრანსპორტში კითხვაზე 🙂

  3. თემაა გემრიელი, მე არაფერ შუაში ვარ. :)) სხვა სინჯარის შევსებაზე გადავალ და კრეაყიული თემებიც აღარ იქნება. 🙂

    ჰოო, ტრანსპორტში კითხვაც საინტერესო მიმართულებაა, მაგ თემაზე შენ დაწერე პოსტი. :))

  4. ვაი, რას მერჩოდი?! წავედი ოცნებებში… ნუ, ეს საბანი გენიალურია, ბიზნესი ნამდვილად არ ჩაგივარდება რო რამე… არადა, რამდენჯერ მიკითხია ხელებ და ცხვირგაყინულს, ვინ დათვლის…

  5. კითხვის დროს ოთახში ყოველთის მარტო ვარ, არასოდეს არ მიდევს პირში არაფერი, არც არაფერს ვსვამ. ვცდილობ, ძილის წინ ნაკლებად ვიკითხო.
    ზოგჯერ ჩართული მაქვს კლასიკა დაბალ ხმაზე. 🙂

  6. ვაუ მართლა რა კრეატიული ნივთია..კითხვა ისეთი კარგი რამაა, მისი გულისთვის გაყინულ ხელსაც აიტანს კაცი, მითუმეტეს, ხელი რომ იყინება, შეგრძნებას კარგავ 😀 😀 😀 მაგრამ.. კომფორტი და ბოლშე უდობსტვა მაინც სულ სხვაა :)) ქულ ))

    • მაგრია ნამდვილად. 🙂 კომფორტი გვიყვარს ადამიანებს თორემ შესაძლოა ახლაც სხეულზე ფოთოლ აფარებულები დავრბოდეთ. :)))

  7. სისულელეა! არ ვიყიდი მასეთ ჰიბრიდულ საწოლ–სამოსს!!!! ნორმალური ტემპერატურა ოთახში და კომფორტულად ვგრძნობ თავს! 😛

  8. მე სხვანაირი საბანი მინდა: თავისით რომ თბებოდეს.. და ხელებს ისედაც არ ვყოფ ხოლმე, ჰა, ჰა ხელის მტევნებს ზემოთ, დანარჩენი სულ დამალული ვარ და შესაბამისად, არც მცივა 🙂

    წიგნის კითხვისას გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს, კი, ვეთანხმები ვინც ეგ თქვა თავის დროზე :დ 🙂

  9. ბოლო აბზაცი განსაკუთრებით მომეწონა ^_^

  10. ისა და… ვინმეს მიმბაძველობა უკვე დაიწყე თუ ჯერ არა? 🙂

  11. მცდელობები მაქვს პატარ–პატარა დეტალებში, მაგრამ მთლიანობაში ჯერ არ გამომდის. ექსპერიმენტს ჩაშლის საფრთხე ემუქრება :)))

  12. ამ ხელთათმანმა სხვა ხელთათმანი გამახსენა – ასევე კრეატიული ადამიანის შექმნილი. საჩვენებელ და შუა თითებს შორის პატარა რკინის ჩასამაგრებელი აქვს სიგარეტისთვის, რომ ადამიანს ხელი არ გაეყინოს. ჰოდა, ამ ორი იდეის შერწყმაც შეიძლება მწეველი მკითხველებისთვის 🙂

    მე კითხვისას მთლიანად ვერთვები ხოლმე ნაწარმოებში და გარშემომყოფები მავიწყდება, ასე რომ ტრანსპორტშიც წარმატებით ვკითხულობ.. ლოგინში კითხვა არ მიყვარს, ეს ყველაზე არაკომფორტულია – მალე ვიღლები და მეძინება 🙂

    • ეგეც საინტერესო ხელთათმანები ჩანს, სიგარეტის მწეველებს მოეწონებათ, რას აღარ მოიფიქრებს ადამიანი. 🙂 კარგია მსგავსი თავდავიწყებით კითხვა. 🙂

  13. ანუ ხელთათმანები უსაბნოდ : )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: