2072 (ლოგაუთი)

by cdisპიreli

დღეს “ფეისბუქზე” და მასზე მიჯაჭვულობაზე ბევრი საუბრობს. საუბრობენ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე. მარკ ცუკერბერგი 2010 წლის ადამიანად დასახელდა ჟურნალ “Time”-ის მიერ. ჰოლივუდში გადაიღეს ფილმი “ფეისბუქის” შესახებ. ერთი სიტყვით, სოციალურ ქსელები და “ფეისბუქი” აქტუალური თემაა. ამჯერად, ჩემს დამოკიდებულებას “ფეისბუქის” მიმართ არ გაგიმხელთ, მაგრამ ერთ დაუჯერებელ ამბავს გიამბობთ, რომელიც ჩემს მეგობარ ჰამლეტის გადახდა თავს. გაფრთხილებთ, ისტორია ქალზე მეტად უცნაური, გამოუცნობი, იდუმალი და საშიშია!

როცა ჰამლეტი თავის თავგადასავალს მიყვებოდა, რამდენჯერმე შევაწყვეტინე საუბარი  და ვკითხე: სიზმარში ხომ არა ნახე რასაც ახლა ყვები? – არაო – ჯიუტად იმეორებდა. მოკლედ, თქვენი ნებართვით, ისტორიას ჰამლეტის პირით მოგიყვებით, მცირეოდენი შემოკლებით და თავად განსაჯეთ რამდენად რეალური ამბავია.

2072 (ლოგაუთი), ანუ ჰამლეტის ფათერაკებიანი თავგადასავალი

პი, გუშინ მაგარი სასწაული რამ გადამხდა თავს. კორპუსის სახურავზე უნდა ავსულიყავი ანტენის გასასწორებლად, და მეხუთე სართულზე რომ ერთი სოკრატეს ცოლზე ანჩხლი დედაკაცი ცხოვრობ ხო იცი, ჰოდა ის გამომივარდა და დამიწყო ყვირილი – სახურავზე ნუ დადიხარ, “ჟესტი” არ გახვრიტო წყალი ჩამომივაო – თან მომაწყევლა კიდეც. მე მაინც ავედი სახურავზე. ე.ი. სამერცხლულიდან გავძვერი თუ არა, ეგრევე უცნობ ქუჩაში ავღმოვჩნდი. აზრზე ხარ ბიჭო. წარმოდგენა არ მაქვს სად ვარ. მოვიხედე  და სადღაა  სახურავი. ვაახ, მეთქი დამერხა და ეგაა. ცოტა გავიარე და გაზეთების ჯიხურთან გავჩერდი. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ არის, ჯიხურიც დაკეტილია. გარედან შევათვალიერე და კალენდარი დავინახე – 2072 წლის. (ჰერიქა ჰამლეეეტ, გავიფიქრე მე) რომელიღაცა გაზეთის პირველ გვერდზე ელ კლასიკოზე წერდნენ: “ეს “ბარსას” მიერ ზედიზედ 126–ე გამარჯვებაა რეალის წინააღმდეგ”. (ჰამლეტი “ბარსელონას” ფანია) ცოტა გავიარე, მაგრამ მაწანწალა ძაღლების გარდა სულიერი არავინ შემხვედრია. მერე საცხოვრებელ კორპუსს ჩავუარე გვერდით და იქიდან ადამიანების კვნესის და გმინვის ხმები შემომესმა. მაგრად შემეშინდა. რაც მე “სოკრატეს ცოლს” ვაგინე…

მალევე ქუჩაში ერთი ქალი შემომხვდა და ის მომიყვა დედამიწაზე დატრიალებული უბედურების შესახებ. თურმე ერთ დღესაც, მთელ დედამიწაზე ყველგან ერთდროულად დაღამებულა, ჩიკაგოში, რომში, ბათუმში – ყველგან. ხალხი საკუთარ სახლებში წასულა და როგორც ბოლო წლებში, იმ საღამოსაც ყველა ჩვეულებისამებრ ფეისბუქში შესულა დროის სატარებლად. თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, ალაიქებდნენ და აკომენტარებდნენ ერთმანეთის სტატუსებს, მაგრამ მერე ერთ–ერთ იუზერს საიტიდან გამოსვლა და დაძინება გადაუწყვეტია. მიუწკაპუნებია მარჯვენა მაღალ კუთხეში და რას ხედავს, “ლოგაუთ”–ის ღილაკი გამქრალიყო. აზრზე ხარ! ტიპს მთლიანად “ტაბის” დახურვა უცდია – ვერ დახურა. ბრაუზერის დახურვა სცადა – არ დაიხურა, კომპიუტერი აღარ ითიშებოდა. ეგ კი არა, სკამიდანაც ვეღარ წამოდგა!მთელი მსოფლიო ფეისბუქში გამოიკეტა! ატყდა პანიკა. სად არ ეძებეს “ლოგაუთი”, მაგრამ სულ ტყუილად.

ყველაფერი კი ბებრუხანა მარკ ცუკერბერგის ოინები ყოფილა – ლოგაუთის ღილაკი საკუთარი ხელებით გაუქრია და თვითონ მომკვდარა, ამიტომაც დარჩა მთელი მსოფლიო ფეისბუის კედლებში გამომწყვდეული. არავინ იყო დედამიწის ზურგზე ისეთი, ვინც ლოგაუთის ღილაკს დააბრუნებდა თავის ადგილას და მილიარდობით ადამიანს უეჭველი სიკვდილისგან იხსნიდა. ის ქალი, რომელიც მე შემხვდა, ერთადერთი ადამიანი იყო ვინც ცუკერბეგის მიერ ლოგაუთის გაქრობას გადაურჩა.

ქალმა ცნობილ ფსიქოლოგზეც მიამბო, ვიღაც ზიგმუნდ ფრობუქზე და მის ნაშრომზე “ფეისანალიზი”. ნაშრომში მეცნიერი ცდილობდა ყველა დაერწმუნებინა, რომ მან აღმოაჩინა ადამიანის ტვინში უჯრედი, რომელსაც “ლაიქბიდო” დაარქვა, და ამტკიცებდა – ადამიანის ქცევებს მხოლოდ ლაიქბიდო განსაზღვრავსო. გამოფეისბუქებული მსოფლიო, აი, როგორი იყო დედამიწა 2072 –ში.

მერე აღარ მახსოვს რა მოხდა. აზრზე რომ მოვედი სახურავზე ვიდექი. “სოკრატეს ცოლი” ისევ მიყვიროდა. ანტენა ვიღას ახსოვდა, პირდაპირ დაბლა დავეშვი.

აი, ასეე დასრულდა ჰამლეტის დროში მოგზაურობა.

Advertisements

32 Comments to “2072 (ლოგაუთი)”

  1. vaime ra magariaaa:) magram shemeshinda simartle rom vtqva:))vzgudav likebs, facebooks, magram verafris didebit blogs:) moifiqre amazec rame:)

  2. “ჩიკაგოში, რომში, ბათუმში…” ❤
    ისა და 2012 გავიარეთ? ;დ

  3. ამჯერად, ჩემს დამოკიდებულებას “ფეისბუქის” მიმართ არ გაგიმხელთ, :)))))))

  4. კარგი კი არაა აი ძალიან მაგარიაა. აიი აიი აიი ააარ ვვვვიიიცცციიი.ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა(ეს “ააა…” არ შეიმჩნიო ასე ვიცი ხოლმე, როცა რაღაც ძაან მომწონს) მართლა ძალიან ძალიან მომეწონა. იცი როგორი პოსტია? აი მხატვრულ-კრეატიულ-რეალური. :*

    • დიიიიიიდი მადლობა. 🙂 :* ამ თემაზე კარგი მწერალი საინტერესო, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნს დაწერდა, ალბათ. :)))

  5. ბრავო ტექსტისთვის 🙂

    და განსაკუთრებული მადლობა ჰამლეტს – 126 მოგებული კლასიკოსთვის რას არ გავიმეტებ…

    • მადლობა 🙂 მახსოვდა შენი პოსტიდან რომ “ბარსელონას” გულშემატკივარი ხარ, ვიცოდი გაგიხარდებოდა. :)))

      • გამიხარდა რომელია 🙂 თან მალე კიდევ ერთი კლასიკო გვაქვს. და სამეფო თასის ფინალი რეალთან.

        ფეისბუქზე რა ვთქვა… ბლოგს გავუხსენი პროფილი, თორემ საჩემოდ არც მქონია და დიდად არც მჭირდებოდა.

  6. ტადააამ, მე არ ვარ facebookდამოკიდებული 😀 პოსტი კაი იყო ერთმნიშვნელოვნად.

  7. რას გვიშვება ეს ცუკერბერგი
    ნწ ნწ ნწ 🙂

  8. შემზარავია იმის გამო, რომ ძალიან, ძალიან რეალურია უკვე. სევდიანია ეს ყველაფერი…

  9. ketusi, აბა, აბაა. :))

    ლიბიკა სილვესტრის, ზოგჯერ მგონია, რომ დედამიწა სევდიანი დასასრულისკენ მიექანება, იმედია ვცდები. 🙂

    • ცხოვრება ისედაც ისეთი სევდიანია, რომ ხშირად მგონია, ამდენ სევდას მალე მოეძებნება დამბალანსებელი 🙂 იმედია, არ ვცდები 🙂

  10. ჩემზე ნამდვილად შემიძლია ითქვას გამოფეისბუქებულიაოო :შ ეხლაც აბაზანიდან გამოვედი თუ არა ჯერ კიდევ ჩაუცმელმა და თავზე პირსახოცშემოხვეულმა ფეისბუქი ჩავრთე 😀 მე რავი არ შემშინებია : ) უბრალოდ ვიხალისე.. თან ზუსტად ვიცი რომ ფეისბუქიც ისე გაივლის როგორც სხვა ერთ დროს პოპულარულმა საიტებმა თუ სოციალურმა ქსელებმა გაიარეს.. უბრალოდ ამას უფრო ემტი დრო დასჭირდება ალბათ 🙂 მანამდე კი ვიყო გამოფეისბუქებული, თქვენ რას გიშავებთ 😀
    აი ფერმას რომ ვთამაშობდე ან რავი კიდე რამე ეგეთ იდიოტობას, მაშინ ჩემივე კბილებით გავღრღნიდი ინტერნეტის კაბელს 😀

    p.s. დედა, რამხელა კომენტარი შემომეწერა (ეს ისეთი პონტია რაა, “შემომაკვდა..” “შემომეუპატიურა..” 😀 )

    • შენ ნამდვილად არაფერს მიშავებ, მაგრამ ჯობია მალე ჩაიცვა ტანსაცმელი, არ გაცივდე. :))) ჯერ–ჯერობით არაფერი ეტყობა რომ “ფეისბუქი” გაივლის. აი, ფერმამ კი მგონი მართლა გაიარა, რაც კარგია. 🙂

      პ.ს. საინტერესო და სახალისო კომენტარებს მხოლოდ მივესალმები. :))

  11. მშვენიერი სტატიაა! ფროიდი და ქსანტიპე კარგი იყო!. “ლაიქბიდო” :დდდ უნდა ავიჩემო!
    ჰოდა ახლა რომ აფრიკაში რევოლუციები მიმდინარეობს სულ ტვიტერის და ფეისბუქის დამსახურება ყოფილა 🙂

    • მადლობა როდე. 🙂 თუ მოგეწონა აიჩემე 🙂 ასფურცელა და ფეისბუქი ყოველდღიურად იზრდებიან და ძლიერდებიან :))

  12. 3.14 ლაიქი შენ 🙂
    კარგი იყო!

  13. მაგარი სტატისტიკაა 🙂

    ისე მოსახლეობასთან პროპორციულად ქართველები მგონი ერთ-ერთი ყველაზე გაფეისბუქულები ვართ.

  14. ფროიდის რეინკარნაციის ამბავი მომეწონა… ძალიან ვიხალისე… კარგია!! არაააა, მაგარიააა!!! 😉

    P.S. გაფეისბუქებულებიც ვართ და გამოფეისბუქებულებიც!!! 🙂

    • აბა, მე რომ მახსოვს ანჩხლი იყოო? 🙂 შეიძლება კარგი ანჩხლი ბრძანდებოდა. :))

      • ანჩხლი სხვებმა შეარქვეს :დ :დ :დ
        თორემ სოკრატეს ხელში, მთელი მეურნეობის გაძღოლა მარტოკას უხდებოდა და ცოდოა ქალი ამისთვის…

      • მართლაცდა “ნადიმიდან” გავრცელებულა ეგ მოსაზრება, რომელიც სხვა ცნობებით თურმე არ დასტურდება. ლამისაა სოკრატეს ცოლის სახელის სარეაბილიტაციო პოსტი დავწერო. :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: