ცხელი კანი

by cdisპიreli

ის ჭექა–ქუხილის დროს დაიბადა. ელვა ცაზე სისხლძარღვების ფორმის ხაზებს ხატავდა. მეხი ცეცხლს უჩენდა ხეებს და მის ქვეშ თავ შეფარებული შეყვარებული წყვილი ბოლოჯერ ეხუტებოდა ერთმანეთს. (მეხს სულ არ ადარდებს წინა ღამით ბალიშზე დადებულ თავში რა აზრები გიტრიალებს, რაზე ოცნებობ.)

ქალი – ჭექა–ქუხილი, ელვა. (აუფ, როგორ გამაცინე). ის საწოლზე იჯდა შიშველი და გარეთ ისეთივე ამინდი იდგა, როგორ მისი დაბადების დღეს. ოთახში სასიამოვნო სიმყუდროვე სუფევდა, რასაც დრო და დრო ფანჯრიდან შემოსული ელვის ნათება უფრო ამძაფრებდა. ქალის კანი საოცრად ცხელი იყო. სხეულის ერთი კვადრატული სანტიმეტრი ტიტანიკის ჩამძირავ აისბერგს სულ იოლად დაადნობდა, ოკეანეს აათუხტუხებდა. კიდევ უამრავ ფინჯან ყავას აადუღებდა რამდენიც აწ უკვე დანგრეულ ტყუპ ცათამბრჯენებში მომუშავე ხალხს მთელი თვის მანძილზე ეყოფოდა დასალევად. ყავის მომზადებაში დახარჯული შაქრის მთლიანი ღირებულება კი ერთი პატარა, ბედკრული ქვეყნის ბიუჯეტის ტოლფასი გამოვიდოდა. (ინფლაცია ვერაგი რამ არის).

ქალის კანი მხოლოდ ცხელი არ ყოფილა, რბილიც იყო და ბევრი ხალი ჰქონდა. ერთ–ერთ  კისერთან ლავიწის მძვალი და რაღაც ჩაღრავება რომ არის, აი, იქ. კოცნის მომენტში ქალი თავს გვერძე წევდა, მხარს მაღლა და ხალი უფრო ღრმად იმალებოდა ღრმულში, რაც კოცნის სურვილს უფრო აძლიერებდა. სურნელი? – როგორც ბუხარში მოგიზგიზე ხმელი წიფელის შეშის, პლუს მაგიური ნელსაცხებლისა, რომელსაც მისსავე კანქვეშ მოცეკვავე ალქაჯები ამზადებდნენ. (ჰმ, ტყუილი)

მორიგი გაელვების დროს ოთახში კაცის ხელი გამოჩნდა… თითები ნაზად ეხებოდა კანს. და როცა ტუჩები ქალის კანს შეეხოო, გეგონებოდა რომ ამ შეხებაში მთელი კაცობრიობის მიერ დაგროვილი სიყვარული იყო მოთავსებული. (ხა, ხა, ხა).

ცოტა ხანში გაირკვა, რომ ცხელი კანი ასევე უდიდეს ელექტროენერგიის საცავი ყოფილა. მისი საშუალებით დედამიწაზე არსებული ყველა ელექტრო ხელსაწყო უპრობლემოდ იმუშავებდა. აბა, ამის მერე რა გასაკვირია რომ კაცის ყველა მოწყობლობაც წამიერად ჩაირთო. გარეთ კიდევ უფრო მაგრად დაიქუხა, გაიელვა და მეხი ჩამოვარდა.

(წავედი, წავედი, წყალი მქონდა გაზზე დადგმული და ადუღდებოდა – ერთ უშაქრო, მაგრამ ვნებიან ყავას დავლევ.)

Advertisements

16 Comments to “ცხელი კანი”

  1. ეს რა იყო კარგად ვერ გავიგე… ფიქრობდი რაღაცას.. ხმამაღლა 🙂
    და ისა, ყავაზე მომაგონდა, ერთი აკმაოდ ცნობილი მწერალი ქალი გვსტუმრობდა ხშირად და მთხოვდა – დამალევინე ყავა სიყვარულივით ტკბილი და ტარტაოზივით შავიო..
    🙂 წავედი, წავედი მეც…

    • რაღაც ხომ მაინც იყო. :)) მეც ვიცოდი ეგ ფრაზა, მაგრამ ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ. მანდ კიდევ მესამე რააცასავით უნდა იყო, მგონი ჯოჯოხეთივით ცხელი, თუ არ მეშლება. :)) თან რომელიღაცა ცნობილ ადამიანს ეკუთვნის ეგ ფრაზა. 🙂

  2. ტალეირანის ნათქვამია 🙂 – “ყავა უნდა იყოს ჯოჯოხეთივით ცხელი, ტარტაროზივით შავი, სიყვარულივით ტკბილი და წყევლასავით მაგარი” 🙂 თუმცა ეს მხოლოდ ერთ–ერთი ვარიანტია.

  3. ტორეირანს და იმ მწერალ ქალს, ჩვენ რო გვსტუმრობდა მხოლდო ასო ”ტ” აქვთ საერთო 🙂

  4. ყავას საერთოდ არ (თუ ვერ) ვსვამ,მაგრამ ახლა როგორ მომანდომე…. უშაქრო, ვნებიანი ყავა 🙂

  5. salolas, მოადუღე და მიირთვი. :))

    kevana, კარგია. :)))

  6. ქალი შემიყვარდა ისე როგორც ყავა. ნიჭიერი ექსპერიმენტატორი ხარი ისე.. ხო იცი 😉

  7. momewona posti magram uuamravi shecdoma gaqvs sityvebshi 😀 tan zalian cudi da uxeshi shecdomebi : )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: