კიბეზე დაგორების სანაცვლოდ

ავტორი cdisპიreli

ჰო, არ გამომდის ქალებთან ურთიერთობა – მაგარი მოუხერხებელი ვინმე ვარ. რამდენიმე დღის წინაც ასე დამემართა. ერთ გოგონასთან ერთად ჯერ კიბის საფეხურების ავლა, შემდეგ კი ჩამოვლა მომიწია და მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი ქალთან ერთად კიბეზე მოძრაობის წესები, მაინც შემეშალა. მოძრაობის წესი იმაში მდგომარეობს, რომ სუსტი სქესის (ფემინისტები არაფერს იმჩნევთ) წარმომადგელთან ერთად კიბეზე ასვლისას კაცი უკან უნდა მიჰყვებოდეს მას, (თუ არ ბნელა) კიბეზე ჩამოსვლისას – წინ მიუძღოდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეტიკეტის საკითხებში ჩემი ღრმად განსწავლულობის მიუხედავად, იმდენი მოვახერხე რომ ყველაფერი უკუღმა გავაკეთე. არა და ზოგადად მოუხერხებელი არ ვარ. კედელში ლურსმნის ჩარტყმაც შემიძლია, თან ისე, შემდეგ მთელი თვე ჩაშავებული ფრჩხილით რომ არ ვიარო. ახლახანს მეზობელს “შტეპცელი” გამოვუცვალე, სახლში კი უთო დავშალე. (ახლა აწყობასაც ნუ მომთხოვთ).

ჯანდაბას, ქალებთან თუ არ მიმართლებს, მაგრამ ამ ბოლო ორ თვეში ისეთი რამ შემემთხვა, რაც ყოველგვარ, მე ვიტყოდი სამყაროს საზღვრებსაც კი სცილდება – იმდენი მოვახერხე, რომ წაკითხული წიგნებიდან სამი მათგანი არ მომეწონა! გთავაზობთ უიღბლო სამეულს.

რომანი – მუხრუჭი

სამეულს სათავეში უდგას ცნობილი და სახელმოხვეჭილი ინგლისელი მწერლის, იან მაქიუენის (Ian McEwan) რომანი  “ამსტერდამი”. წიგნის მთავარი გმირები, მეგობრები არიან. ერთი გაზეთის რედაქტორია, მეორე კომპოზიტორი. წიგნის შერჩევისას გადამწყვეტი როლი ანოტაციაში გაჟღერებულმა ევთანაზიის თემამ იქონია. მეგობრები მოილაპარაკებენ რომ თუ ერთ–ერთ მათგანს პრობლემა შეექმნებოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მეორე ვალდებული იყო დახმარებოდა პირველს, ანუ მარტივად რომ ვთქვა, მოეკლა. ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ რომანს1998 წელს ბუკერის პრემია აქვს მინიჭებული, ხოლო მის რუსულ ენაზე მთარგმნელს (რუსულად წავიკითხე) ასევე ჯილდო მიღებული თარგმანისთვის, წესით და რიგით წიგნს იმედები არ უნდა გაეცრუებინა ჩემთვის, მაგრამ გამიცრუა და ეგაა. მწერალი მხატვრული სიტყვის ოსტატადაა მიჩნეული, მე კი ყველაზე მეტად ეგ არ მომეწონა. შეიძლება ეს იმის ბრალიცაა რომ ჩემი რუსულის ცოდნა მოწოდების სიმაღლეზო ვერაა. რუსული ენის ცოდნის დონე ჯომოლუნგმას მწვერვალს, ხოლო ჩემი თავი ალპინისტს რომ შევადარო ახლა სადღაც ოთხი ათასი მეტრის სიმაღლეზე ვარ დაბანაკებული. ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვა, წიგნში ძალიან ბევრი მძიმეა, რაც კითხვის დროს გამუდმებით მამუხრუჭებდა.

კურდღელი ჩამოყრილი ყურებით

მეორე ადგილზე გავიდა ფრანგი მწერალი ტონინო ბენეკვისტა, (Tonino Benacquista) რომანით “კურდღელზე ნადირობა”. ტონინო სანამ სამწერლობო კარიერას დაიწყებდა, მანამდე საერთაშორისო ექსპრესის, პარიზი–რომი, ვაგონის გამცილებელად მუშაობდა. მისი წიგნის გმირიც გამცილებელია და მთელი მოქმედება მატარებელში ხდება. რატომღაც მიყვარს მატარებელი, და თან ასეთ კამერულ სივრცეში განვითარებული მოქმედებაც საინტერესოდ მივიჩნიე. ასევე მაინტერესებდა პროფესიით გამცილებლის ფსიქოლოგიური შტრიხები – გამცილებლად მომუშავე ადამიანზე უკეთ ეს ვინ უნდა იცოდეს. თავიდან თითქოს იყო კიდეც რამდენიმე საინტერესო დეტალი, ის კი არა ფილოსოფიური შეგონებებიც ამოვიკითხე: “არსებობს მხოლოდ ორი რამ, რისთვისაც ღირს ყურადღების დათმობა: წამი და მოთმინება. უნდა შეგეძლოს იცხოვრო ერთითაც და მეორითაც”. ან დაახლოებით რაღაც ასეთი, რომ ახალგაზრდა კაცის თავში ქვიშის საათი არ უდგას და ამიტომ ის უაზროდ ხარჯავს დროს. ფრაზა წამზე და მოთმინებაზე ყველაზე მეტად მომეწონა წიგნიდან. ძირითადად კი ყურებჩამოყრილი ვკითხულობდი.

ჩანაცვლება

ადამიანის ჩანაცვლება, რაღაც მსგავსი ალფრედ ჰიჩკოკის ფილმიდან “თავბრუსხვევა” მახსოვს. მესამე ადგილზე გასული წიგნი ყველაზე ნაკლებად არ მომეწონა, ეს არის “საუკუნის რომანი”. ავტორი პოლონელი მწერალი ქალბატონი იოანა ხმელევსკაიაა. (Joanna Chmielewska) ნაწარმოები ირონიული დეტექტივის ჟანრს განეკუთვნება. ბევრი წიგნი არ მახსენდება ისეთი, რომელიც წაკითხული მაქვს და სადაც მთავარი პერსონაჟი ქალი გახლავთ, ამიტომ წიგნის წაკითხვის მთავარი მოტივი ეს იყო. თან კითხვისას სიცილის მოლოდინიც მქონდა. სიუჟეტზე არაფერს ვიტყვი, ისედაც გამიგრძელდა სიტყვა, ერთს იმას ავღნიშნავ რომ ქალს სხვა ქალბატონის ჩანაცლებას შესთავაზებენ სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ, ქალი დათანხმდება და… პრინციპში კარგი იქნებოდა წიგნი ზედმეტად გაწელილი რომ არ ყოფილიყო, სადღაც ორასი გვერდით დიდი, მეტით არა.

მგონი, ორ თვეში სამი ნაკლებად საინტერესო წიგნის წაკითხვა ბევრია. სულ რომ კიბეებიდან დავგორდე ქალთან ერთად, წიგნის არჩევისას უფრო მეტი მოხერხებულობა უნდა გამოვიჩინო. კარგია “კინდლი” რომ მაქვს და ფაქტიურად ნებისმიერ წიგნამდე მიმიწვდება ხელი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არჩევანის დახვეწაზე დაფიქრება მმართებს.

25 Responses to “კიბეზე დაგორების სანაცვლოდ”

  1. არა უშავს 🙂 ცუდი წიგნებიც საჭიროა. კარგებს უფრო დავაფასებთ.

  2. პირველი რა სასაცილო სურათია! ;დდდ ავატარია.:)
    არცერთი წიგნი მეცნო, ხო, მეც მხვდება ხოლმე მსგავსი წიგნები.
    მაგრამ სულ კარგ რაღაცეებს ხო არ ვიკითხავთ? ;დ

    • მართალი ხარ, სულ კარგ წიგნებს ვერ წავიკითხავთ, თან განწყობასაც გააჩნია, შეიძლება ეს წიგნები სხვა დროს რომ წამეკითხა მომწონებოდა კიდეც. 🙂

  3. pirvel suratze, ai kaci rom iqceva, pexs rogor dgavs daakvridit? : )))) momewona eg momenti:))

  4. ქინდლი მართლა წყევლაა ამ შემთხვევაში :)) მილიონზე რომ ხელი მიგიწვდება მაგარი ინტუიცია უნდა გქონდეს, რომ მართლა კარგები აარჩიო 🙂 აი რატომ არის კარგი პარნასი, ათიოდე კარგ წიგნს არჩევაც არ უნდა :)))

    • დამწყევლეს, დამწყევლეს. :))) ნამდვილად ეგრეა. 🙂 ჩემი ცხოვრება ორ ეტაპად იყოფა, ეს არის ცხოვრება კინდლამდე და კინდლის შემდეგ. :))) კინდლამდელ ცხოვრებაში მეც უფრო ადვილად ვარჩევდი წიგნებს. :))

  5. ააარა არა, მე როგორც ვიცი კიბეზე ასვლისას კაცი უკან კი არა წინ უდნა მიყვებოდეს, რომ მისი ცხვირი ქალის საჯდომს არ აეკრას 😀 (თვალებიც 😀 )

    • კიიიი, კი. 🙂 უკან უნდა მიჰყვებოდეს რომ მოულოდნელად კიბეზე არ დაგორდეს. :))) ეგ ძველად მიუძღოდნენ წინ, როცა ბნელოდა და წინ მიმავალი მამაკაცი გზას უნათებდა ქალს. თან იმ დროს ქალებს დიდი და გრძელი კაბები ეცვათ და მაგის გამოც ვერ გაჰყვებოდნენ უკან, ფეხი რომ არ დაებიჯებინათ კაბაზე. :))) ცხვირის რა გითხრა მარა, თვალები რა პრობლემაა. 😀 )))

  6. ,,სახლში კი უთო დავშალე. (ახლა აწყობასაც ნუ მომთხოვთ)” – არ გთხოვთ:)

    უიღბლო სამეულიდან არც ერთი არ წამიკითხავს

    ,,ჩემი რუსულის ცოდნა მოწოდების სიმაღლეზო ვერაა”– რუსულ ენაზე ვერ ვკითხულობ წიგნებს და მე ეს მამუხრუჭებს:(

    ,,კურდღლებზე ნადირობა” არა და მურაკამის ,,ნადირობა ცხვარზე” ნამდვილად იღბლიანი წიგნია:)

    • შენ არ მთხოვ მაგრამ სახლში მთხოვენ. :))

      სამწუხაროდ ქართულ ენაზე ბევრი წიგნი არ ითარგმნება, რაც ნამდვილად მუხრუჭია კითხვის მოყვარულისთვის.

      გეთანხმები, “ნადირობა ცხვარზე” კარგი წიგნია და საერთოდ მიყვარს მურაკამზე “ნადირობა”. :))

  7. პოსტის არჩევაში არ შევმცდარვარ!

  8. ფრანსუაზა საგანის მხოლოდ რამდენიმე წიგნია ქართულად ნათარგმნი და ისიც იმდენად იშვიათია ქსეროქსი გავაკეთე , რუსულად კი ძალიან ბევრია.
    ბორხესი მინდა წავიკითხო და ვერ ვკითხულობ, რუსულად არის ქართულად არა
    ვირჯინია ვულფი ინგლისურად 2 წლის ძებნის მერე ვნახე, რუსულად კი იყო
    მოკლედ ,,მტრის ენა” უნდა ვისწავლო:)

    • რუსულად მართლა უამრავი წიგნია, მარტო ისურვე. 🙂

    • უნდა ისწავლო 🙂

      ერთი, რომ შენვე გამოგადგება, მერე რა, რომ მტრის ენაა.

      მეორე – იმდენი კარგი წიგნია, გინდა ორიგინალი და გინდა სხვა ენიდან რუსულად ნათარგმნი, სიამოვნება გარანტირებული გაქვს.

  9. ვა, წიგნებმა დამაინტერესა 🙂 თუ დრო გამოვნახე, იქნებ ზაფხულამდე წავიკითხო :სუნ:

    და ქალებთან რას ქვია არ გიმართლებს? :დ დიდი ამბავი თუ ეტიკეტის ერთ–ერთი წესი დაარღვიე 🙂 😉

  10. პოსტის პირველ ნაწილში ძალიან საყვარელი ხარ… არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მომეწონა ეს ნაწილი. არა, დანარჩნებიც კი არაა ურიგო, მით უმეტეს, რომ ჩემს საყვარელ სფეროზე საუბრობ. მარა პირველი ნაწილი სხვაა. არ ვიცი, შეიძლება იმიტომ მომეწონა, რომ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი მამაკაცების რაღაც აზრებს, თურმე ასეთ რაღაცეებზეც ფიქრობენ… კაი იყო მოკლედ…

  11. აუf, მაგრად კი გამახარე 🙂 აწი მეცოდინება, რომ ფიქრობთ 🙂

  12. wignma pirvel 10 gverdshi tu ar aggafrtovana , an ar aggashfota an guli mainc tu ar agiria (nu dainteresebas tavi rom davanebot) misi cakitxva sul ar irs : )

    • მაგ წიგნებში დასაწყისში უფრო კარგად მიდიოდა საქმე, მერე აურიეს. 🙂 ისე, არ მიყვარს წიგნის შუაში მიგდება, თუმცა არც უმაგისობაა. 🙂

Trackbacks

Leave a reply to გვირილა კომენტარის გაუქმება