141 420 წუთი

by cdisპიreli

 

სამხრეთ კორეელი ლი, დილით 5:30 საათზე იღვიძებს, იღებს შხაპს, საუზმობს, კოცნის მეუღლეს და მატარებლის სადგურისკენ მიიჩქარის. ორ საათიანი მგზავრობის შემდეგ ის სეულშია – თავის სამუშაო ოფისში. მუშაობას საღამოს ცხრა საათზე ამთავრებს და უკან, სახლისკენ მოემგზავრება მატარებლით. საღამოს შხაპი, ვახშამი, (ცოლზე და კოცნაზე ამჯერად არაფერია ნათქვამი) ძილი და მოკლე სიზმრები. დილით ისევ გაღვიძება და ყველაფერი მეორდება. ასე გრძელდება მთელი წლის მანძილზე, კვირაში ექვსი დღის განმავლობაში.

მოკლედ, ლის სამუშაო გრაფიკი იმდენად გრძელი და დამქანცველია, რამდენადაც მისი გვარია მოკლე. ჯამში ის წლის მანძილზე 2 357 საათს მუშაობს, ანუ 141 420 წუთს.

ახლა უნდა ვიანგარიშო რამდენი რამის გაკეტებაა შესაძლებელი ამ დროში.

  1. წიგნის 94 280 გვერდის წაკითხვა;
  2. 2 საათიანი 1 179 ფილმის ნახვა;
  3. 1 571 საფეხბურთო მატჩის ცქერა; (ამდენი მატჩი 24 მსოფლიო ჩემპიონატის მანძილზე გაიმართება)
  4. 28 284 ხუთ წუთიანი სიმღერის მოსმენა; (დაახლოებით 3 535 ალბომი.)
  5. მოხერხებულობისდა მიხედვით თითქმის 70 710 ფინჯანი ყავის მოდუღება;
  6. 141 420 ამბორი ტუჩებში; (ვაუ)
  7. 848 520 ცალი კაკლის გატეხვა;
  8. კიდევ უფრო ბევრჯერ თავის გატეხვას;
  9. ლიფტით 3 142 670 სართულიანი შენობის კენწერომდე ასვლა;
  10. ფორმულა 1–ის მექანიკოსები ამ დროში მოასწრებენ 84 852 ბოლიდისთვის საბურავების გამოცვლას და მანქანაში საწვავის ჩამატებას.
  11. 2 357 სისულელის მოფიქრება;

 

Advertisements

20 Comments to “141 420 წუთი”

  1. საორშაბათო პოსტია… არადა, ბავშვობაში ბიძია ენგელსის სიტყვებს გვასწავლიდნენ – შრომამ შექმნა ადამიანიო.

  2. მე-6 პუნქტში თითო კოცნის ხანგრძლივობა მაინტერესებს 🙂

  3. ბევრ რაღაცას გვართმევს დროს, ისეთ დროს უფრო კარგ რამეში რომ დახარჯავდი, მაგრამ ცხოვრებამ ეგრე სადააო, ჰოდა ვართ ასე…

  4. Molly Bloom –სხვათაშორის ადამიანს–ადამიანად მართლა შრომა ქმნის. 🙂
    ცდისპირელი– საინტერესო საინფორმაციო პოსტია. გაზეთებს აღარ წავიკითხავ. :)))))

    • “სხვათაშორის” – ამ სიტყვის დანიშნულება ვერ გავიგე.

      თუ ზოგადად შრომაზეა საუბარი, ოცი წლიდან ვმუშაობ, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან და ერთი დღე არ ვყოფილვარ უმუშევარი. შრომის ფასი ენგელსისგან არ ვიცი.

      თუ ენგელსის გამონათქვამს ეხება – ეს, როგორც მახსოვს, ადამიანის შექმნის ბიბლიური ვერსიის საპირწონედ თქვა. მაიმუნი შრომამ გაადამიანურაო.

  5. მაპატიე Molly Bloom თუ რომელიმე სიტყვა კონტექსტთან შეუთავსებლად გამოვიყენე. მხოლოდ და მხოლოდ ჩემი და ენგელსის აზრების თანხვედრის დაფიქსირებას ვცდილობდი.
    რაც შეეხება მაინუნის გაადამიანებას მწამს რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი, მერე ადამიანი– გამაიმუნდა და ბოლოს ეს მაიმუნი შრომის შედეგად გაადამიანდა. ეხლა მგონი ისევ გამაიმუნების გზას ადგას კაცობრიობის დიდი ნაწილი. :)))))

  6. კიდევ ერთხელ დავწერ – შრომის ფასის გასაგებად ენგელსი არ მჭირდება, ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსების გარეშეც ვსაზღვრავ და ბავშვობიდან ვერ ვიტან კომუნისტურ ლოზუნგებს. ადამიანი საიდან წარმოიშვა, ამაზე ანთროპოლოგებმა იდაონ.

    მე აქ საუბარს მოვრჩი – ამ მშვენიერი თემის გაოფფ-ება არ მსურს.

  7. რა ჭკვიანები, კატეგორიულები და ყოვლისმცოდნეები ვართ! 🙂

  8. სიყვარულმა შექმნა ადამიანი! 🙂

  9. საინტერესო გამოთვლებია.
    რობოტივით,უპერსპექტივო შრომა საშინელებაა!

  10. საინტერესოა, ამ დროში რამდენი სიტყვის წარმოთქმა შეიძლება? 🙂

  11. აჰა, შეხედე შენ, შენი კომენტარი ქვემოთ პასუხს ვერ ვწერ 😦 კაი, აქ დავწერ, მართალი ხარ, საზღვრებში მოგვიწევდა ცხოვრება და რაღაცით სოციალიზმს მივუახლოვდებოდით…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: