მინდა მთელი მსოფლიო ჩემ სიზმარს ხედავდეს

by cdisპიreli

ანინამ დაწერა პოსტი “რაც მინდა“, სურვილების მოკლე ჩამონათვალი, ბოლოს იკითხა, შეგიძლიათ თითო სურვილი თქვენც დაწეროთო? როგორ არა, ოღონდ ერთი სურვილი ძალიან ცოტაა, აამიტომ აქ დავწერ რამდენიმეს. თან მინდა სხვას მივბაძო, თორემ სინჯარა წარწერით “მიმბაძველი” ნაბახუსევზე მყოფი კაცივით პირგამომშრალი შემომყურებს.

მას აშე, უკაცრავად, მაშ ასე!

მინდა სალვადორ დალის ბუზები, ულვაშებზე რომ ესხდნენ, ახლა ჩემს ოთახში დაფრინავდნენ.

მინდა თელონიუს მონკი ჩემ ხელმარცხნივ მდგარ პიანინოსთან იჯდეს და უკრავდეს.

მინდა სეიფის კოდი ვიცოდე და არ ვიცოდე იქ რა დევს.

მინდა ათეისტებით სავსე დიდ ყვითელ ავტობუსს, დიდად მორწმუნე მართლმადიდებელი მძღოლი მართავდეს, რომელიც ყველა ეკლესიის დანახვაზე პირჯვარს იწერს. (იქნებ როგორმე ხევში გადაიჩეხოს ავტობუსი და აბსოლიტურად ყველამ სხეულის მოტეხილობები მიიღონ, თორემ გაბურღეს ტვინი ცალკე სამარხვო ხაჭაპურებით და ცალკე ამ ხაჭაპურებზე კაიფით).

მინდა კარგად დაიმახსოვროთ, რომ იარაღი ყვავილებს არ ისვრის.

აკვარიუმი მინდა ოქროს თევზებით.

ჯომოლუნგმას დაპყრობა მინდა.

ალუბალიც მინდა.

მინდა დრო იყოს ჩემი საყვარელი და ყოველთვის უხვად მასაჩუქრებდეს მისთვის დახარჯული დროის სანაცვლოდ.

ქუჩაში მომავალი ლამაზი, გრძელთმიანი გოგოს გამოჩენაზე მინდა ქარი უბერავდეს.

როცა მოვკვდები მინდა, რომ წიგნებისგან შეკრულ კუბოში ჩამასვენონ და დამწვან.

მინდა პირი ამოვიკერო.

მინდა ისე მიყვარდეს რომ მისთვის მხოლოდ ყურის მოჭრით არ დავკმაყოფილდე, მინდა მისთვის პენისი მოვიჭრა.

მინდა სახლში ქართულად მოსაუბრე თუთიყუში მყავდეს, რომელსაც ზეპირად ეცოდინება მთელი ვიკიპედია.

ცოტა ხნით მინდა გოგი გვახარიას სათვალეებით ვუცქირო ცხოვრებას.

მინდა ცუდად გავხდე და საავადმყოფოში სექსუალური ექთანი მივლიდეს.

მინდა მუდმივად ვიცვლებოდე.

მინდა მწვანე თოვლი ცვიოდეს ციდან.

ყველა ჟღალთმიანი ქალის სურნელი მინდა.

მინდა ოკეანეში ერთი კონკრეტული ვეშაპის საძიებლად გავცურო საკუთარი ფრეგატით.

ყოველ ღამით ჩაის აბაზანები მინდა.

კატლეტი მინდა კართოფილის პიურეთი.

მინდა იმდენად ჭკვიანი ვიყო, ან სულელი, რომ არაფერზე არ ვდარდობდე.

მინდა ოთხჯერ მოვიკლა თავი.

შენთან მინდა.

მინდა მთელი დედამიწა ჩემ სიზმარს ხედავდეს და როგორ კრისტოფერ ნოლანის ფილმშია (inception) ადამიანების თავში იდეის ჩანერგვა შემეძლოს.

მინდა მზერით აფეთქება შემეძლოს.

ჩარლზ ბუკოვსკი ამბობს: “სიყვარული, გავიფიქრე აბაზანისკენ მიმავალმა, უფრო მალე შრება ვიდრე სპერმა” – მინდა პირიქით იყოს.

მინდა რომ აქ ჩამოთვლილი სურვილებიდან ყველა არ მინდოდეს.

Advertisements

45 Comments to “მინდა მთელი მსოფლიო ჩემ სიზმარს ხედავდეს”

  1. ო გად.. არაფერი არ მინდა აქედან ;დ
    რა უსიცოცხლო ვარ ;დ

  2. ძილი, დასვენება და ამნეზია მინდა კონკრეტული მოვლენების და ადამიანების… ვერ ვარ, ხო? ვიცი… 🙂

    • არა, რატო. მართალია ცოტა დეპრესიული სურვილებია მაგრამ ცოტა ხნით კარგია ნამდვილად. 🙂 ჰარუკი მურაკამის ერთ–ერთ გმირ გოგოს უნდოდა ბევრი ძილი. 🙂

  3. აუუ, დეპრესიული კი არა, ღამე აღარ მძინავს… გამიტყდა საშინლად ძილი და არ გამიჩნდება ეგ სურვილი, როგორ ფიქრობ? :):):)

    • უძილობა ცუდია ძალიან, თან თუ საწოლი ჭრიალებს ტრიალის დროს. უჰ. 🙂 ძილის წინ სხვა სურვილებზე იფიქრე, იქნებ გიშველოს. კი, აუცილებლად გიშველის. :))

  4. მინდა მქონდეს დიდი გული და ჯიბეში ბევრი ფული,
    ყვავილების მინდა წვიმა, როკფელერის ცოლი მინდა.

  5. ბევრჯერ დავაპირე დამეწერა ყველაფერი, რაც მინდა.. ამ უიკ ენდზე მივხედავ ამას 🙂 შენი “მინდა”-ებიდან ერთი ათეული მეც მინდა 🙂

  6. რამდენი რამ გსურს!
    მე მარტივი სირვილები მაქვს: სწავლა და კითხვა რომ კაგად და ბევრი შემეძლოს ;დ
    სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ :დ

  7. zemoTY CHAMOTVLILTAGAN AMWUTAS MXOLOD alubali da qartuli klaviatura minda.
    🙂

  8. 1 ნატვრის თვალი დაგეწერა და ეგ იყო რა ;დ

  9. ახლა შინ ვარ და ყავასთან ერთად შენს მონკს ვუსმენ 🙂 მეოთხეჯერ დავატრიალე უკვე 🙂 უმაგრესია … პარასკევ საღამოს უხდება 🙂

  10. უსასრულოდ ხეტიალი მინდა დედამიწაზე, მეტი არაფერი!

  11. მადლობა 🙂 უკვე გავიყავი 🙂 წუხელ ვუსმენდი 🙂

  12. “მინდა რომ აქ ჩამოთვლილი სურვილებიდან ყველა არ მინდოდეს.” <—– ეს რომ არა გავაფრენდი 😀

    კარგი იყო : ) ორიგინალურობიდან სურვილებიკენ…

  13. აკვარიუმი მინდა ოქროს თევზებით. >>>> ეს დიდი ვერაფერი სანატრელია, მე თუ მკითხავ… )))) ანუ რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის… ))))

  14. კარგია ბევრი რამე რომ გინდა
    შეუძლებელი არაფერია 🙂

  15. ,,აკვარიუმი მინდა ოქროს თევზებით” აკვარიუმი მაქვს ყვითელი თევზებით, ოქროს არ არის, მაგრამ მე მომწონს

    ,,მინდა მწვანე თოვლი ცვიოდეს ციდან” – მე ლურჯი თოვლი მინდა…

    ,,ალუბალიც მინდა” მც, მც, მც წითელი, სისხლისფერი ალუბლები:))))))

    • თანახმა ვარ, იყოს უბრალო თევზები, დავჯდებოდი აკვარიუმთან და მათ სრიალს დავაკვირდებოდი, გარეთ კი თუნდაც ლურჯი თოვლის ფანტელი ცვიოდეს ციდან. 🙂

  16. თევზები სულ დუმან
    დუმან და დაცურავენ მშვიდად
    ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან ადამიანებისგან განსხვავებით:)

  17. mwervalebs ar/ver ipyroben : ) romeli mcervali gagabedinebs magdens 😀

    witurebi da chorflianebi gansakutrebuli surnelit arian dajidlovebulebi? 😀

    da sizmrebze survilebis chafiqrebas ufrtxildi

  18. ვაჰ,გაასწორა : ) )

  19. შეგიძლია ადამიანების თავში იდეა ჩანერგო,ამის მეტს რას აკეთბენ შავი მაგები,მაგრამ დადებითად რომ შეფასდეს შენი საქციელი აჯობებს სიყვარული ჩანერგო აუცილებლად მოიგებ.

  20. გენიალურია !!!

  21. ბუკოვსკის ვეძებდი და შენ წაგაწყდი ))) მმმ… მშვენიერი დილაა (მალე დაღამდება)

  22. მინდა ფრენა შემეძლოს და ზამთრის ცივ ღამეში ვარსკვლავებისაკენ გავფრინდე და ამ დროს ვუსმენდე “Scorpions”-ის “Lady Starlight”-ს, და დედამიწაზე აღარასოდეს დავბრუნდე

    მინდა 2030 წელს ამერიკელებს მარსზე გავყვე, რათა იქ დამტოვონ…

    სრულიად გულწრფელად მსურს ეს ორი რამ….

  23. აკვარიუმი მინდა ოქროს თევზებით.:)

  24. შენთან მინდაა : ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: