შეშლილთა ალქიმია

by cdisპიreli

ნახევრად ჩაბნელებული ოთახი, მაგიდა, ერთი სკამი, საწოლი, წიგნის თაროები წიგნებით და დიდი არეულობა. საწოლი ასალაგებელი და ერთმანეთში ახლართული ჭუჭყისგან გაშავებული შავი ზეწარი. მაგიდაზე ლამპა იდგა გაბოლილი შუშით, იქვე გასარეცხი თეფში – ეტყობოდა რომ კარგად მოელოკათ, მაგრამ ნარჩენებისგან ზოლები მაინც დარჩენილიყო. მაგიდაზე პურის ნამცეცები ეყარა, რომელსაც ისეთი უცნაური ფერი ჰქონდა, ჩიტიც არ იკადრებდა ნისკარტის გასვრას. წითელი ტყემლის ბოთლი, უსახურავოდ და გვერდებზე ჩამოსული ტყემლის წვეთებით. იატაკზე “პლიტა” იდგა, ბევრ ადგილას გადაბმული სპირალით.

ჩემი სამუშაო კაბინეტი.

კიდევ ბევრი დეტალი მახსოვს ოთახთან დაკავშირებით, მაგრამ საკმარისია, ან რა დამავიწყებდა. ყველაფერი კარგად მახსოვს თავის ცოტა არ იყოს და უცნაურ პატრონთან ერთად. ისეთი ტიპი იყო, ხალხი რომ ამბობს: ბევრი ცოდნისგან გარეკაო. შეიძლება მართლა უბერავდა – სიცოცხლის გახანგრძლივების იდეები აწუხებდა, მეცნიერებაში გადატრიალების მოხდენა სურდა. მასთან ათიოდე წლის წინ ვიყავი – პირველად და უკანასკნელად. ახლა ისიც არ ვიცი, ცოცხალია თუ არა.

 

მართალია თქვენ ამ პიროვნების ცნობის ბედნიერება არ გქონიათ, მაგრამ რობერტ ლუის სტივენსონს ხომ იცნობთ, მეც მასზე განვაგრძობ წერას. ცნობილი შოტლანდიელი მწერალი, ინგლისური ნეორომანტიზმის წარმომადგენელი, ავტორი წიგნისა “განძთა კუნძული” და არა მარტო. ცოტა ხნის წინ მისი წიგნი, “ექიმ ჯეკილის და მისტერ ჰაიდის უცნაური ისტორია” წავიკითხე. ექიმ ჯეკილს უცნაური იდეები “აწუხებდა”. მას სჯეროდა, რომ ადამიანში თანაბრად არსებობდა ბოროტება და სიკეთე, უბრალოდ ზოგი კეთილ საწყის უფრო მეტად ანვითარებდა საკუთარ თავში, ბოროტების დათრგუნვის გზით – ზოგი პირიქით. ჯეკილმა გადაწყვიტა ისეთი წამალი დაემზადებინა, რომლის საშუალებითაც ადამიანიდან მთლიანად გამოეყოფოდა ბოროტება და ამ გზით შეძლებდა მის მართვას.

აქ მივხვდი, რომ რაღაც ასეთი მეც უნდა გამეკეთებინა! რითი ვარ ნაკლები ექიმ ჯეკილზე, წითელი ტყემალი კი მეც მიყვარს.  ბლოგი ზუსტად რომ ექსპერიმენტის განსახორციელებლად მჭირდება.

ასე, რომ ვინც ჯერ კიდვ ვერ მიხვდა თუ რა მიზანს ემსახურება ეს ბლოგი, ვეცდები უფრო გასაგებად განვმარტო.

თქვენ სტივენსონთან ერთად პატრიკ ზიუსკინდიც გეცოდინებათ მისი პარფიუმერით. ჟან–ბაპტისტ გრენუი – მკვლელი, სურნელების შემგროვებელი, გამაოგნებელი ძალის სუნამოს შემქმნელი. მოკლული ქალების სხეულიდან აღებული სურნელების შეერთებით სასწაული რომ მოახდინა. მეც დაახლოებით მსგავსი რამის გაკეთებას ვგეგმავ, თუმცა ადამიანების დახოცვას არ ვაპირებ. ჩემი ინტერესების სფეროშია აზრები, ფიქრები, ემოციები, გრძნობები, რომლებიც თქვენშია. ჯონ მალკოვიჩი არ ვარ და ადამიანის თავში შეღწევა არ შემიძლია, სამაგიეროდ სხვა საშუალებები მოვიფიქრე.

ამ წუთისთვის ჩემს ლაბორატორიაში, თაროებზე უამრავი ცარიელი სინჯარა დევს და მოუთმენლად ელიან თუ როდის აივსებიან ფერადი სითხეებით. სითხის მიღების წესი ასეთია:

  • უნდა ვიფიქრო ისე და განვიცადო ყველა ის გრძნობა რასაც განიცდის სხვა, ძალიან ბევრი, სხვადასხვა ტიპის და ხასიათის ადამიანი. (მაგალითად სნობი, ინტელიგენტი, სულელი, ლიბერალი, მხიარული, სევდიანი, თინეიჯერი გოგო, გასათხოვარი ქალიშვილი, სექსუალური უმცირესობების დამცველი, მაზოხისტი, სექსუალური მანიაკი, მელომანი, წიგნის მოყვარული, მთავრობის ჯამბაზი და ა.შ. ძალიან ბევრია).
  • მარტო ფიქრი და განცდა საკმარისი არ არის, აუცილებელია ამ ყველაფრის დაწერა.
  • შემეძლო მარტო ჩემთვის მეწერა პირად რვეულში, მაგრამ სასიცოცხლოდ საჭიროა მკვითხველი, რომელიც წაიკითხავს ჩემს ნააზრევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოსნურ სითხეს ვერ დავამზადებ.
  • ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შედეგად მივიღებ სხვადასხვა კომბინაციის პი–ებს, რომლებსაც განსაკუთრებული წესით შევურევ ჩემს “ფირმის საიდუმლოებას” და დავამზადებ სითხეს. (მაგალითად, ლიბერალური პოსტების გარკველი რაოდენობით დაწერის შემდეგ მივიღებ სითხეს “ლიბერალი”, რომელიც ჩაისხმება სინჯარაში წარწერით “ლიბერალი”, სნობური პოსტების შემდეგ მიიღება სითხე “სნობი” და ა.შ.).

ბოლოს მოხდება მთავარი – შეგროვილ სითხეებს ერთად ჩავასხამ დიდ ყანწში და დავლევ!!! ამით ჩემში ჩაიღვრება უამრავი ტიპაჟის, ხასიათის და აზროვნების მქონე ადამიანების ფილოსოფიური სუბსტანცია – გავხდები ერთდროულად ბევრი თქვენგანის მსგავსი და ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი.

საკუთარი თავისგან გათავისუფლება

 

Advertisements

20 Comments to “შეშლილთა ალქიმია”

  1. მე ნუ დმემსგავსები… არ გირჩევ სიხარულო. :*** მართლა მომწონს როგორც წერ. და ყოველ საღამოს შენი ფან კლუბის წევრი ვარ. ისე ეხა მივხვდი, რომ სიამოვნებით შეგახრამუნებდი ასთაკვას კუდებთან ერთად! :))))

    • ვითომ რატომ არ უნდა დაგემსგავსო? არ გავითვალისწინებ შენს რჩევას, უბრალოდ ჯერ შეგისწავლი კარგად და მერე დაგემსგავსები. 🙂 ფან კლუბიც ჩამოგიყალიბებია, მადლობა. 🙂 აი, რაღაცით უკვე ვგავართ ერთმანეთს, მეც იგივე სურვილი გამიჩნდა, ხრამუნ ხრამუნ :*****

  2. რთულ საქმეს შეჭიდებიხარ 🙂 ფან-კლუბის რა გითხრა, მგონი წევრობის საჯაროდ დეკლარირება აუცილებელი არ არის, მაგრამ სადაც მკითხველი დაგჭირდება, შენთან ვარ 🙂

    ჰო, ერთი უმცირესი კორექტურაც – ზუსკინდის პერსონაჟი ფრანგია და გვარიც გრინუეი კი არა, გრენუი აქვს, როგორც მახსოვს…

    გრინუეი პიტერი ვიცი მე – ინგლისელი რეჟისორი.

    • რთული საქმეა კი. 🙂 ბლუმ დიდი მადლობა შესწორებისთვის. მართალი ხარ, გრენუია სწორი, ჩავასწორებ ახლავე. მგონი მაგ რეჟისორის გამო დამამახსოვრდა არასწორად. 🙂

      • აშკარად პიტერის გავლენაა 🙂 ოტსჩეტ უტოპლენნიკოვ – აი, ეს ფილმი მომწონს ძალიან.

        ახლა დავაკვირდი და შენს ბლოგზე ისეთი საინტერესო ილუსტრაციებია… ფერადი ბლოგი გაქვს 🙂

        • არ მქონდა ფილმი ნანახი და სასწრაფოდ გამოვასწორე ეგ დანაშაული. ახლა დავამთავრე ფილმის ყურება და შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, ძალიან მომეწონა. 🙂 რაღაც–რაღაცეების თვლა აქამდეც მიყვარდა, მაგრამ ფილმის ნახვის შემდეგ განსხვავებულად შევხედე ამ ყველაფერს.

          ვცდილობ საინტერესო ფოტოებით და ილუსტრაციებით გავაფორმო პოსტები, ვინც არ წაიკითხავს – დაათვალიერებს მაინც. 🙂

  3. და ვინც დაათვალიერებს, იმას წაკითხვის სურვილიც გაუჩნდება 🙂

    მართლა ლამაზი ბლოგი გაქვს. ილუსტრაციებიც შესაბამისად არის შერჩეული.

    დღეს ჩემთან არ ითამაშე?

  4. მაგარი ფანტაზიის უნარი გაქვს,რას არ მოიფიქრებ ხოლმე რა,
    (ღფრთოვენებულ 🙂 )

  5. adamiani dualisturi arsebaa. sakmarisia dashalo da adamiani agar iqneba.

    xo, martla, zoofil-pedofilis tyavshi ar chadzvre dzalian gtxov,… : ( tu vinme mdzuls, eseni marto.. : (

  6. მდააა… ინტერესნო, ოჩენ დაჟე… საინტერესოა ჩემგან რას აიღებდი… ნუ, ზოგადად რა, მსგავსი სურვილის მქონე ადამიანი ჩემგან რას აიღებდა.
    p.s. დღეს აშკარად შენი ბლოგის კითხის დღე მოვიწყვე, თან პოსტს არ ვტოვებ უკომენტაროდ, ღმერთო შემინდე 😀

    • ჯერ არ ვიცი შენგან რას ავიღებ, მეც შეგისწავლი შენი ბლოგიანად და მერე ვნახოთ. :)) ვაიმე, ბოდიში ამდენი დრო რომ დაგაკარგინე. :))

  7. ეს თავმდაბლობის მაგალითი საიდან მოიტანე? 🙂 რამე უჩინარი ჯაჭვი თუ გაქვს ბლოგზე, გამოტყდი დროზე!.. თუ არადა, ჩემი სურვილით ვყოფილვარ და ეგაა 🙂

  8. ვაი, მეც მეძინა ალბათ გუშინ ამას რომ ვწერდი 😀
    კაი, ვხსნი დეტალურად 😀 შენ ხო მითხარი ბოდიში დრო რომ დაგაკარგვინეო, მე გიპასუხე თავმდაბლობის მაგალითი საიდან-თქო, რაც იმას ნიშნავდა, რომ შენი კომენტარი თავმდაბლობის გამომხატველად მივიჩნიე. მერე მივაყოლე, “რამე უჩინარი ჯაჭვი თუ გაქვს ბლოგზე, გამოტყდი დროზე!.. თუ არადა, ჩემი სურვილით ვყოფილვარ და ეგაა”, რაც იმას გულისხმობდა, რომ ჩემი ნებით ვკითხულობდი, დროც არ დამკარგია და თავმდაბლობაც არ იყო საჭირო… 😀 😀
    აუf, რამდენი ვილაპარაკე 😀

    • ახლა ყველაფერი გასაგებია, როგორც ვხვდები, მე უფრო მაგრად მძინებია. :))) იმდენ კომენტარს ვუპასუხე რომ ერთმანეთში ამერია 😛 თავდამბლობა მიყვარს. აქ მაინც ექსპერიმენტს ვატარებ და კიდევ უფრო თამამად ვიქცევი. :))

  9. უნდა დაგეთანხმო, შენ უფრო გძინებია 😀
    ხო, თავმდაბლობა მეც კი მიყვარს, მაგრამ ეს მაინც მაგარი იყო 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: