კალენდარი “ვალენტინობა”

by cdisპიreli

არაფერს დავწერდი ვალენტინობაზე, რომ არა ექსპერიმენტი, მაგრამ საჭიროა დღეს რომანტიკოსის როლი ვითამაშო.

ამ პოსტის კითხვისას დავფიქრდი თუ რა საჩუქარი შეიძლება მიუძღვნა შეყვარებულს ვალენტინობა დღეს. დავფიქრდი და თავში პირველი რაც მომივიდა, ეს იყო კალენდრის იდეა, რომელზეც ყველა დღე 14 თებერვალი იქნებოდა. საოცარი მისტიკაა. ბევრისგან მსმენია – რა საჭიროა ერთი კონკრეტული დღის აღნიშვნა, სიყვარულის დღე სულ არისო – პრინციპში მეც ვეთანხნები ამ აზრს, მაგრამ რა დაშავდება თუ წელიწადის 365 დღიდან ერთს განსაკუთრებულად ავღნიშნავთ? ერთფეროვნება ხომ მოსაწყენია, ადამიანებს კი გასართობი მუდმივად სჭირდებათ. ერთი ნაწილი დღესასწაულების აღნიშვნით ერთობა, მეორე ნაწილი დღესასწაულებზე ქილიკით იქცევს თავს – საბოლოო ჯამში ორივე ერთობა. ასე რომ მათ შორის იმდენივე მსგავსებაა, რამდენიც განსხვავება.

ამიტომაც, გადავწყვიტე ჩემივე იდეა განმეხორციელებინა და სასიყვარულო კალენდარი გამეკეთებინა (სხვათა შორის ძალიანაც გავერთე). დაუსრულებელი ვალენტინობის შესაქმნელად გამოვიყენე პროგრამა “ექსელი”, ონლაინ “ფოტოშოპი” და ინტერნეტში მოძიებული ილუსტრაცია.

შემიძლია ახლა აქ ცნობილი ადამიანების ფრაზები მოვიტანო სიყვარულის რაობაზე, ვთქვა რომ სიყვარული სიგიჟეა, სხვაში კვდომაა, დაავადება თავისთვის დამახასიათებელი სტადიებით და ა.შ. შემიძლია რაიმე ფილმიდან, წიგნიდან, ან რეალური ცხოვრებიდან დიდი სიყვარულის მაგალითებზე ვისაუბრო, მაგრამ არ ვისაუბრებ. ილუსრაციის კუთხეში კარგად თუ დააკვირდებით საინტერესო ფრაზას ამოიკითხვთ – ვფიქრომ ეგეც საკმარისია.

მგონი, პირნათლად შევასრულე რომანტიკოსის როლი და დღის მეორე ნახევარში შემიძლია ვიქილიკო კიდეც ვალენტინობაზე.

 

Advertisements

16 Comments to “კალენდარი “ვალენტინობა””

  1. სუსტი გულის რომანტიკოსებისთვის საშიშია ეს ბლოგი. აუტანელი ვინმე ხარ. ვალენტინობას გილოცავ ექსპერიმენტატორო. :*

    • იმედია, ბლოგში არავინ ჩამაკვდება. 🙂 აუტანელიო – ესე იგი უარყოფითი შინაარსის სიტყვებსაც კი სასიამოვნოდ ამბობ. :* გილოცავ. 🙂

  2. კალენდარი მომეწონა, მაისური, პოსტის პათოსიც და პოსტიც 🙂

    სიყვარულის დღეს გილოცავთ 🙂

  3. გილოცავ ვალენტინობას
    ძალიან ლამაზი კალენდარი გამოგივიდა 🙂

  4. ყოჩაღ!!!!!!!!!!ძალიან ორიგინალურიაააააა

  5. ketusi – ვეცადე რომ კარგი გამოსულიყო. გილოცავ ვალენტინობას. 🙂

    Lizikuna – მადლობა. უფრო ორიგინალური საჩუქრები მოერთმიათ შენთვის. 🙂

  6. კალენდრის გაკეთება ადვილია და თუ შეძლებ მერე, რომ ყოველი დღე 14 თებერვლად უქციო ;დ

  7. მოხეტიალე 🙂

    რატომ? 🙂 რა დაგიშავა? 🙂 ან იმ ბლოგერს რა დაუშავა?

  8. კალენდარი მომეწონა, ბევრი ვიცინე. პრინციპში რა იყო სასაცილო მარა გამეცინა 😀

  9. ყველაფერი მარტივი გენიალურია, თუ პირიქითაა ნამთქვამი.. ^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: