სიყვარული ელექტრონულ სავარძელზე

by cdisპიreli

 

გუშინ გუგლმა მაცნობა, თომას ედისონის დაბადების დღეა დღესო. გადავხედე ამ პიროვნების ბიოგრაფიას და ჩემთვის აქამდე უცნობი ფაქტი აღმოვაჩინე – ელექტრონული სკამი, თურმე ედისონის გონებიდან აღმოცენებულა.

როგორც გავიგე, ელექტრონული სკამის გამოგონება ადამიანის ჰუმანურად მოკვდინების იდეას ემსახურებოდა. არა რა, ადამიანები რაღაცნაირი, საყვარლად კეთილები ვართ. ეს, ადამიანის უმტკივნეულოდ მოკვლისკენ სწრაფვაში კარგად ჩანს. სხვათა შორის თავის დროზე გილიოტინის გამოგონებაც ამ მიზანს ემსახურებოდა.

გავიდა დრო. ელექტრონული სკამით აღსრულებული განაჩენი თანამედროვე სტანდარტებს აღარ შეესაბამება. დღეისთვის რამე უფრო ჰუმანურის მოფიქრებაა საჭირო, იმისათვის რომ კიდევ უფრო “საყვარლები” გავხდეთ. მოიგონეს კიდეც – სასიკვდილო ინექცია. თუმცა, როგორც ირკვევა არც ეს მეთოდია ბოლომდე დახვეწილი. აი, რას ამბობს ერთ–ერთი სიკვდილმისჯილის ინტერესების დამცველი:

“საკუთარი თვალით ვუყურე ორსაათიან დრამას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წამება დღის ორ საათზე დაიწყო. ჯალათებმა ვერ იპოვეს ვენა, საიდანაც მსჯავრდებულის ორგანიზმში მომაკვდინებელი ინექცია უნდა შეეყვანათ. საქმე იქამდე მივიდა, რომ სიკვდილმისჯილმა მათ დახმარება თავად შესთავაზა. მან მკლავზე რეზინი თავად გადაიჭირა და კუნთი მაქსიმალურად დაჭიმა, თუმცა ციხის ჯალათებმა ვენაში წამლის შეშვება მაინც ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ რომელ ბრუმმა საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა, საწოლზე გადაბრუნდა და ტირილი დაიწყო.”

ციტატა მოყვანილია გაზეთიდან “24 საათი”.

საქმე იქამდე მივიდა, რომ სიკვდილით დასჯა რამდენიმე დღით გადაიდო, პატიმარს კი ციხის უფროსმა მადლობა გადაუხადა გამოჩენილი მამაცობისთვის. (არაფერს, რისი მადლობა)

კადრი ფილმიდან “ორნი ქალაქში”. ალენ დელონის გმირის გამოხედვა სიკვდილით დასჯის წინ.

ახლა კი გადავიდეთ მთავარზე. განაჩენი გამოტანილია, გასაჩივრებას არ ექვემდებარება და საჭიროა მისი დაუყოვნებლივ აღსრულება. სიკვდილმისჯილი გახლავთ სიყვარული. ბევრი ვიფიქრე თუ, რომელი ხერხით მომეკვდინებინა ის. მე სულაც არ ვარ “საყვარელი” ადამიანი და ჩემთვის უკეთესია რაც უფრო ვანდალურად დავსჯი მას, მაგრამ ცეცხლზე დაწვა, ძელზე გასმა, შუაზე გახლეჩა და ჩამოხრჩობა არ მაწყობს. საბოლოოდ მაინც ელექტრონულ, ამ შემთხვევაში, სავარძელზე (აბა, უბრალო სკამზე ხომ არ დავსვავ სიყვარულს!) შევაჩერე ჩემი არჩევანი.

მოემზადეთ! სულ მალე გადმოვწევ ჩამრთველს, მანამდე კი მცირე დრო მივეცი სიყვარულს თავის მოსაწესრიგებლად. იმედია, მარიამ სტიუარტივით რამდენიმე საათი არ იტრიალებს სარკის წინ და წითელ კაბას არ ჩაიცვამს, აქაოდა სისხლმა არ დამისვაროს კაბა და ულამაზოდ არ გამოვჩნდეო. აქ სისხლები ნაკლებად იქნება. აი, დუჟი კი გადმოუვა პირიდან. კარგად მახსოვს, პირველი სიყვარული რომ დავსვი ელექტრონულ სავარძელზე, მაშინ ბევრი დუჟი გადმოუვიდა.

რა მოხდა? რა გაკვირვებული მიყურებთ. თითქოს თქვენ არ გყავდეთ მოკლული სიყვარული. საკმარისია, თქვენთვის აღარ მცალია, ის უკვე სავარძელში ზის. ბოლო სიტყვის თქმის უფლებას ვაძლევ – ის დუმს. კარგი, დროა ჩამრთველი გადმოვწიო…

პ.ს. პოსტი ეძღვნება ვალენტინობის დღეს.

Advertisements

13 Comments to “სიყვარული ელექტრონულ სავარძელზე”

  1. რა არის ეს სიყვარული მომიკვდინე 🙂 იმედგაცრუებული ვიქნებოდი, მაგრამ უცნაურია – მომწონს :დ თუმცა ჩემს სიყვარულს არ გავიმეტებ ჯერ :დ საამისოდ არ ვარ საკმარისად “საყვარელი” :დ

  2. 😐
    რა იყო ახლა ეს 😐

    მე ისეთი ოპტიმისტრად განვეწყე და ამან.. 😐

  3. ლიბიკა სილვესტრის – მოვკალი აბა რა, დაიმსახურა. ე.ი. მე შენზე ორჯერ “საყვარელი” ვარ. :დ

    knuti – ეს იყო სიყვარულის სიკვდილით დასჯა. 🙂

  4. შენი კიდევ ერთი გზა ორიგინალობამდე და რა თქმა უნდა საინტერესო, ვგიჟდები “მწვანე ბილიკზე”, მაგრამ ზედმეტად მძიეა იმისთვის რომ მესამედაც ვნახო:)

  5. მდასს…. რამხელა სევდა დაგაქვს გულით, ძმობილო..

  6. stary,stary night… – კარგი ფილმია ნამდვილად.

    Social Animal – ხდება ხოლმე. 🙂

  7. სიყვარულის დღის ყველაზე ორიგინალური პოსტი 🙂

  8. ას არ მოიფიქრებს ადამიანიიიი
    p.s მაგ სკამის შემქმნელი თვითონაც მაგ სკამმა შეიწირა!ბედის ირონიაა.

  9. უნდა დამეწერა მეც მინდა მოვკლა სიყვარული-თქო, მაგრამ ფრაზა “თითქოს თქვენ არ გყავდეთ მოკლული სიყვარული”- ო მეტისმეტი იყო, მოვკვდი სირცხვილით, ვითომ მართლა დანაშაული ჩავიდინე… კი, მე მოვკალი, ვცადე ყოველ შემთხვევაში… ზოგჯერ უნდა მოკლა, თუ მის არსებობას აზრი არ აქვს და მასაც ასე უჩევნია.

  10. უვი, მართალი ხარ!.. მაგრამ ამაში მეორე ადამიანის წვლილია ძალიან დიდი, ჩვენი სურვილით თითქმის არასდროს ვკლავთ, ნუ, მაზოხისტები თუ ვართ არ ვიცი…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: