მინდა გავხდე შენი მსგავსი

by cdisპიreli

მომბეზრდა ორიგინალურობა, აღარ მინდა ვიყო განსხვავებული, მინდა გავხდე შენი მსგავსი!

არ გეგონოს ადვილი ადამიანის გარდასახვა, აქამდეც მიცდია ამის გაკეთება, მაგრამ არ გამომივიდა. წარუმატებელი მცდელობების შემდეგ ბევრი ვიფიქრე იმაზე თუ როგორ შევცვლილიყავი, იმდენად ბევრი რომ ჩემს  მეგობრებს თმები გასცვივდათ – გაქაჩლდნენ. მე მაინც ვერ შევიცვალე და თმებიც კი არ მცვივა. დღეს ისეთი დროებაა, აი, როგორ გითხრა, ვირტუალურ–რეალური, ადამიანები ცხოვრობენ თავიიანთ სახლებში და პარალერულად ინტერნეტში. ცოლები სკაიპში უფრო მეტ დროს ატარებენ ვიდრე ქმარებთან საწოლში. “მაუსი” უფრო ხმამაღლა ღჭრიალებს სქროლვისას, ვიდრე საწოლი სექსისგან. მეც გადავწყიტე რომ საკუთარი თავის გადაკეთება/გარდაქმნა პირველ რიგში ვირტუალური სივრციდან დამეწყო, ამიტომაც გადავწყვიტე ბლოგის გაკეთება, თუ გნებავს შექმნა.

ეგ ადრე იყო როცა ბლოგები მარტო ორიგინალურ და კაი ტიპებს ჰქონდათ, ახლა ასე აღარაა. თუ გინდა ორიგინალურობა და განსხვავებულობა წარსულს ჩააბარო, მაშინ უნდა იბლოგერო. ეხ, რა კარგი იქნებოდა მხოლოდ ეს რომ კმაროდეს. ვიცი და კარგად მაქვს გააზრებული ყველა ის დაბრკოლება რომელიც ჩემს წინ, მიწაში დათესილი კბილებისგან მყისიერად ამოზრდილი გველეშაპებივით გადამეღობება ამ რთულ გზაზე, გზაზე რომელმაც შენამდე უნდა მომიყვანოს, შენი მსგავსი გამხადოს.

ყველა დიდი მოგზაურობა პირველი ნაბიჯით იწყება და ყველა ბლოგი პირველი პოსტით, მეც რადგან დავიწყე ექსპერიმენტის ჩატარება უკან აღარ დავიხევ რაც არ უნდა სიძნელეები შემხვდეს ცდების დროს. რაზე დავწერ? მეტნაკლებად ყველაფერზე, იმაზე რაც შენ გაინტერესებს და გაღელვებს, რაზეც შენ ფიქრობ, რაც გბურძგლავს და გაბედნიერებს, რაც გადარდიანებს და სევდას გგვრის, რაც გაცინებს, გაღიზიანებს, გაშფოთებს, ფრთებს გასხამს და ა.შ. რა თქმა უნდა ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება (მთლად ჩემი იმედიც ნუ გექნებათ თორემ შორს ვერ გაფრინდებით), მაგრამ ეს, მე უნდა შევძლო!!! როგორ დავწერ? ისე როგორც შენ დაწერდი. თქვენ ხომ ბევრნი ხართ, ამიტომ მეც ხან ისე დავწერ, ხან ასე. ამა თუ იმ საკითხის განხილვისას ხშირად ისეთი შეხედულებების გამოთქმა მომიწევს, რასაც პირადად შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგრამ რას ვიზამ, აბა სხვაგვარად როგორ შემოვაღწიო შენს ტვინში, როგორ გავხდე შენი მსგავსი.

არ ვიცი ზუსტად როდის დასრულდება ჩემი ექსპერიმენტი, სამ თვეში თუ ერთ წელში, მაგრამ მიუხედავად ჩემი მმამრობითი სქესისა სანამ სხეულში მენსტრუალურ ტკივილს არ ვიგრძნობ, მანამდე ექსპერიმენტს წარმატებულად ვერ მივიჩნევ.

ბოლოს თქვენთან მექნება ერთი თხოვნა. ექსპერიმენტის მიმდინარეობის და მისი შედეგების გაანალიზებისათვის თქვენი აზრის გაგება დამჭირდება. აი, მაგალითად თუკი ჩემი წერის სტილი, ან გამოთქმული აზრი თქვენი რომელიმე ნათესავის, ჯგუფელის, ბიძაშვილის, მულის, შეყვარებულის, მამის, მეზობლის შეხედულებებს დაემთხვა არ დაიზაროთ და აუცილებლად მითხარით რომ მე სხვას ვგავარ, ამით თქვენ ენით აუწერელ სიამოვნებას მომანიჭებთ. დროებით.

Advertisements

21 Comments to “მინდა გავხდე შენი მსგავსი”

  1. შენ ჯერ ბლოგერებს დაამახსოვრე თავი და მერე ბლოგი გახსენი 😀

    • ჩემ ჭკვაში მარკეტინგული სვლა გავაკეთე. :)) ისე, დღესაც არ ვაპირებდი დაპოსტვას, მაგრამ შემთხვევით მომიხვდა ხელი “პუბლიშს”. :)))

  2. ეს კიდევ ერთი გზაა ორიგინალობამდე, თუმცა საინტერესო 😀

  3. ჯერ ის მომწონს, რომ ბლოგს შექმნის დღიდან წავიკითხავ… და შენს ევოლუციასაც დავაკვირდები 🙂

    მერე – შენი წერის სტილი მომწონს.

    გუდ ლაკ 🙂

  4. ბაჯაღლო სიტყვებია 🙂 მაგრამ ჩე გევარა მაინც რომ მომწონს, რა ვქნა 😦

  5. “მაუსი” უფრო ხმამაღლა ღჭრიალებს სქროლვისას, ვიდრე საწოლი სექსისგან. – სექსი, მაუსი და დაბურძგვლა ძალიან მაგარი იყო. 🙂 სერიოზულად მომეწონეთ შენ და შენი მარკეტინგულად გათვლილი ბლოგიც. დღემდე გათვალიერებდი, ეხლა წაგიკითხავ კიდეც. გითვალთვალებთ და მუდმივი რიგითი მკითხველების რიგშიც ვირიცხები. წარმატებები და ნუ გვალოდინებ პოსტიდან–პოსტამდე მარკეტინგულად.. 😉

    • მადლობა აქსიომა. 🙂 გამიხარდება თუ ამ ბლოგის მკითხველი გახდები. ხშირად ბლოგის განახლებაზე კი რა გითხრა, შენსავით ყოველდღიურად ნამდვილად ვერ მოვახერხებ,სად შემიძლია, ერთი ძალად მობლოგერო ელემენტი გახლავარ. :)))

  6. ისა და, უბრალოდ ”ყველასნაირი” გინდა გახდე, თუ მხოლოდ ”ყველა ქალისნაირი”? 🙂
    აბა, ეს მენსტრუალური ტკივილის შეგრძნება რა ჯანდაბაა?

  7. წარმატებას გისურვებ!
    კარგი პოსტია
    ”ძალად მობლოგერო ელემენტი”—ყველა ამით იწყებს 🙂

  8. Social Animal, – ყველასნაირი, მათ შორის ყველაქალისნაირიც. 😀 ეგ არის, რაც არის. :)))

    ketusi, – მადლობა, შენც გისურვებ წარმატებების დიდ თაიგულს. 🙂

    rockclimbing12 , – მადლობააა 🙂

  9. cdisპიreli – რამდენჯერაც შემხვდა, იმდენჯერ გავიფიქრე scribbly-მ აურია და ზოგი ასო ქართული შრიფტით დაწერა, ზოგი ინგლისურით-მეთქი, საბოლოოდ კარგად რომ დავაკვირდი, თურმე გვარი ყოფილა.
    პოსტს რაც შეეხება, ძალიან საინტერესო იყო, მომეწონა.

  10. mec micdia (gasartobad, tan macdunes, midi aba scadeo da mec vcdundi) sxva adamianis kanis morgeba da dznelia… msaxiobi unda ios dabadebit. shen warmatebebi da me ki ar minda sxvisi sxeuli, chemic sakmaod grmaa 😀 😀

    p.s. menstruaciis ktivilebs gachuqeb tu ginda 😀 😀 😀 cherze rom axval, mere gaixseneb …

    • ეგ მეც არ ვიცი ზუსტად, ექსპერიმენტის მსვლელობა გამოაჩენს, ზოგადად კი ჩემი მიზანია: რაც მეტი, მით უკეთესი. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: